"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ნევილმა, რომელიც Sky Sports-ზე მუშაობს, "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელისგან, ოლე გუნარ სოლსკაიერისგან პსჟ-სთან (1:3) ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩში მოგების შემდეგ ინტერვიუ ჩამოართვა.
"როგორი კონტრაქტი გინდა? ხელფასი რამდენი გინდა? და ძეგლი სად დაგიდგათ?", - დაიწყო ნევილმა და ნათელი მესიჯი გაუზავნა "იუნაიტედის" ბოსებს.
"ეს ფანტასტიკური საღამოა. ყველაფერს გავაკეთებ ზაფხულამდე და მერე ვნახოთ, რას გადაწყვეტს კლუბის ხელმძღვანელობა. ძალიან კარგი სამწვრთნელო გუნდი გვყავს და გვინდა, რომ ფეხბურთელებს უფრო ხშირად ჰქონდეთ ასეთი საღამოები. ჩვენ ამის ნაწილნი ვიყავით, ხომ ასეა?", - თქვა სოლსკაიერმა.
შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" შინ 0:2 წაგების შემდეგ სტუმრად პსჟ 3:1 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა.