
პსჟ-ის მცველი მარკინიოსი ემოციურად გამოეხმაურა "მანჩესტერ იუნაიტედთან" განცდილი მარცხის შემდეგ საკუთარი გუნდის ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალიდან გავარდნას.
"დაუშვებელია ასეთ დონეზე თამაშის დაწყება. პსჟ-მა გოლი მეორე წუთზევე გაუშვა. ეს რთული მომენტია. ყველაფერი ისევ დეტალებმა გადაწყვიტა.
როგორც ჩვენთან, ბრაზილიაში ამბობენ, ახლა საკუთარი ნეხვის ჭამის დროა - ნაკლები ლაპარაკი და მეტი მუშაობა", - განაცხადა ბრაზილიელმა.
შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში ინგლისში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ (0:2) პსჟ საკუთარ მოედანზე ანგარიშით 1:3 დამარცხდა და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს გამოეთიშა.