"როგორი კონტრაქტი და ხელფასი გინდა? და ძეგლი სად დაგიდგათ?" - ნევილი სოლსკაიერს ინტერვიუს ართმევს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ნევილმა, რომელიც Sky Sports-ზე მუშაობს, "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელისგან, ოლე გუნარ სოლსკაიერისგან პსჟ-სთან (1:3) ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩში მოგების შემდეგ ინტერვიუ ჩამოართვა.

"როგორი კონტრაქტი გინდა? ხელფასი რამდენი გინდა? და ძეგლი სად დაგიდგათ?", - დაიწყო ნევილმა და ნათელი მესიჯი გაუზავნა "იუნაიტედის" ბოსებს.

"ეს ფანტასტიკური საღამოა. ყველაფერს გავაკეთებ ზაფხულამდე და მერე ვნახოთ, რას გადაწყვეტს კლუბის ხელმძღვანელობა. ძალიან კარგი სამწვრთნელო გუნდი გვყავს და გვინდა, რომ ფეხბურთელებს უფრო ხშირად ჰქონდეთ ასეთი საღამოები. ჩვენ ამის ნაწილნი ვიყავით, ხომ ასეა?", - თქვა
სოლსკაიერმა.

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" შინ 0:2 წაგების შემდეგ სტუმრად პსჟ 3:1 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ამ თამაშის ბედი სულშერის ტაქტიკას არ გადაუწყვეტია. ეს თამაში პსჟ-მ თვითონ წააგო.
saso
18:11 07-03-2019
15
ჟურნალისტს, თარგმანი სად არის თუნდაც ტიტრებით? თუ ინგლისური ენა სახელმწიფო ენაა ჩვენი ქვეყნის?
Maldinio
09:25 08-03-2019
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული