რონალდო - გულშემატკივრებს: "ატლეტიკოს" დამარცხება შესაძლებელია - თქვენი დახმარება გვჭირდება

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში "ატლეტიკოსთან" დამარცხების (0:2) მიუხედავად "იუვენტუსის" თავდამსხმელი რონალდო შემდეგ ეტაპზე გასვლის იმედს არ კარგავს და ტიფოზებს მიმართავს.

"მოდით, ოპტიმიზმი შევინარჩუნოთ, მოდით, გვჯეროდეს! ყველაფერია შესაძლებელი.

შესანიშნავი ატმოსფეროს შესაქმნელად ჩვენ თქვენი დახმარება გვჭირდება.

თქვენი დახმარება ჩვენი სამუშაოს შესასრულებლად გვჭირდება, რათა გოლები გავიტანოთ და გავიმარჯვოთ, ეს კი თქვენი დახმარების გარეშე შეუძლებელია".

"იუვენტუსისა" და "ატლეტიკოს" შეხვედრა 12 მარტს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული