"მცველი ბურთს ამ დრომდე ეძებს" - ნახეთ ჩემპიონთა ლიგის "დღის გამორჩეული მომენტი" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ბარსელონასა" და "ლიონის" მატჩში მომხდარი ეპიზოდი, როდესაც კატალონიელთა ფორვარდმა ლუის სუარესმა მეტოქის მცველი მარსელო გედეში ეფექტურად ჩამოიტოვა, სპორტული მედიის მხრიდან აქტიური განხილვის საგანი გახდა.

ჩემპიონთა ლიგის ოფიციალურმა "ტვიტერმა" სუარესის ცრუმოძრაობას "დღის გამორჩეული მომენტი" (Skill of the day) უწოდა.

"ლუის სუარესმა გასაკეთებელი საქმე ბურთს ანდო და მარსელო ჩამოიტოვა", - წერს ჩემპიონთა ლიგის ოფიციალური გვერდი.

"ლუის სუარესმა მარსელო გედეში ისე გაანადგურა, რომ ბურთსაც არ შეხებია. ლუის, ნუ იქნები დაუნდობელი, მას ხომ მეუღლე და შვილები ჰყავს", - ასე აფასებს ეპიზოდს sportbible.com-ი.

"სუარესმა მარსელოს
კარიერა დაასრულა, მცველი "კამპ ნოუზე" ბურთს ამ დრომდე ეძებს", - წერს voetbal24.be.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო მატჩში "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე "ლიონს" 5:1 სძლია.



მკითხველის კომენტარები / 7 /
მიშა მესხი 1 თამაშში 10ჯერ აკეთებდა ამ ფინტს, ვოვა გუცაევი 10 თამაშში ერთხელ!
ვაჟა
15 მარტი 2019 00:18
0
იმედია იუვეს შეხვდება. მერე ვნახავთ, ვინ ვის დაკარგავს.
ჯუანშერი
14 მარტი 2019 14:36
14
ეზოს ფეხბურთში უარესები გაგვიკეთებია.მარა, მთავარია ჩლ-ზე "ლიონთან" გააკეთო ეგ ფინტი...
zaza
14 მარტი 2019 12:55
0
მაგას ადრე მესხის ფინტი ერქვა... ბრაზილიელმა მცველმა თამაშის შემდეგ მესხზე თქვა, პირველად ვნახე ფეხბურთელი რომელიც პასს თავის თავს აძლევსო!
aburjga
14 მარტი 2019 12:27
3
მესხი თვითონ აგდებდა ბურთს ქუსლით და ისე შემოურბენდა მოთამაშეს, უფრო რთული ფინტია მესხის.
semi
14 მარტი 2019 15:36
0
აუ, კაი ახლა ისეთი არაფერი, მილიონჯერ გაუკეთებია ბიჭებს დაჟე ქუჩის ფეხბურთში. და იოზილი ყოველდღე აკეთებს მაგას
მამუკა
14 მარტი 2019 11:31
8
ვოვა გუცაევი აკეთებდა ამ ფინტს მაგრად.
ჰაჰა
14 მარტი 2019 11:01
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული