ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური წყვილები ცნობილია

AutoSharing Option
დღეს 15 მარტს შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური სტადიის კენჭისყრა გაიმართა.

კენჭისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

"აიაქსი" - "იუვენტუსი"
"ლივერპული" - "პორტუ"
"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ სიტი"
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბარსელონა"

თავდაპირველად მასპინძელ გუნდად "ბარსელონა" ამოვიდა, თუმცა რადგან ორივე მანჩესტერული გუნდის საშინაო შეხვედრების ჩატარება ერთ დღეს დაემთხვა, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, მასპინძელი გუნდი "იუნაიტედი" გახდა.

ნახევარფინალების წილისყრა:

"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ სიტი"/"აიაქსი" - "იუვენტუსი"
"მანჩესტერ იუნაიტედი"-"ბარსელონა"/"ლივერპული" - "პორტუ"

9/10 აპრილს ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩები გაიმართება, ხოლო საპასუხოები 16/17 აპრილს
ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 47 /
ივენტუსი ივე ივე გაიმარჯვებს
imeda
15 მარტი 2019 19:50
10
ბადე ისე განაწილდა რო ჩაწყობითაც ვერ ჩააწყობდი ამაზე უკეთ.
BARCA VS JUVE
15 მარტი 2019 19:48
7
ბარსა,ბარსა და ისევ ბარსაააააააააააა
რუსლანი
15 მარტი 2019 19:25
5
ძალზე აღფრთოვანებით არ ვაცხადებ,მაგრამ, ბარსა მოიგებს, მგონია..............
გელა
15 მარტი 2019 19:16
5
ამ 8 გუნდიდან რეალურად და ლოგიკურად ლივერპულია მთავარი ფავორიტი. გამარჯვებულის გავარდნის შემდეგ ფინალისტისკენ გადადის სასწორი. არის კიდევ რამოდენიმე ფაქტორი:სიტი დაფრინავს,მაგრამ ამ გუნდს ლიგაზე გამოცდილება არ აქვს და ეს მნიშვნელოვანია ამ ტურნირზე,ბარსელონა ერთი ფეხბურთელის კანტორაა და მის გარეშე ჩვეულებრივი საშუალო დონის გუნდია,ტოტენჰემს ისევე როგორც სიტის არ აქვს გამოცდილება ამ დონეზე თამაშის,აიაქსი ძალიან სიმპატიური გუნდია და სასწაული სჭირდება რო რამე ქნას,პორტუ ამ ეტაპზე რო არის უკვე დიდი მიღწევაა ამ გუნდისთვის,მანჩესტერი კი ათამაშდა და მწვრთნელიც ქარიზმატული ყავს,რომელიც შპარგალკით დარბის,ხოდა შპარგალკით ლიგას ვერ მოიგებ,იუვე ფინალისტი მგონია,რადგან გამოცდილებაც აქვს და შესაბამისი გუნდიც,მაგრამ რონალდუს ფაქტორია აქ. მისთვის ზედიზედ მეოთხე ლიგა იქნება და ყველაფერს აქვს დასასრული,მაგრამ არ გამოვრიცხავ მაინც. ლივერპული კი შარშანდელ სეზონში ძალიან მაგარ ფეხბურთს თამაშობდა,მაგრამ ფაქტიურად თვე ნახევარი 3 ნახევარმცველით თამაშობდა პრემიერლიგაზეც და ლიგაზეც. ამ ყველაფერს დაუმატეთ ცუდი მეკარე,რომელმაც წააგებინა ფინალი. რა ხდება წელს,დაიმატეს 2 მაგარი ნახევამცველი ფაბინიო და კეიტა. ფაბინიო ადვილად მოერგო გუნდს,ხოლო კეიტა კი ნიჭიიერია,რომელიც რა დროს გამოანათებს არავინ იცის,ფორმაში შევიდა ლალანა,მალე დაბრუნდება ჩემბერლენი. ესენი იდეაში რეზერვად მოაიაზრებიან. ყველაზე მთავარი ალისონ ბეკერია,რომელიც მეკარების მესია და ეს ჩემი სიტყვები არ არის ეს სერია ა-დან წამოვიდა. დაცვის ბურჯი კი ვირჯილ დეიკია და მე არაფერს დავწერ ამ კაცზე,ლევანდოვსკის დაურეკეთ და კითხეთ მასზე. შესანიშნავი ტრიო წინა ხაზში. ეს ტრიო ვეღარ არის მომაკვდინებელი წელს,რადგან კლოპმა სისტემა შეცვალა და ცოტა გააპრაგმატულა,რასაც სტაბილურობა მოაქვს. ხოდა მთავარი ფავორიტია ლივერპული თუ სიტიმ ეპლი არ დაუთმო მითუმეტეს. ასეთი ლივერპული ჩემს მტერს.რამდენი გუნდის გულშემატკივარმა ამოისუნთქეთ რო ლივერპული არ შეგხვდათ ალალად თქვით,არ მოიტყუოთ:) პორტუ კი ლივერპულისთვის ამოსუნთქვა იქნება,რადგან ეპლს მიხედოს. ეს არ ნიშნავს რო პორტუს არ დააფასებენ,კლოპია მწვრთნელი და ეგეთები გამორიცხულია. ფინალი იუვე ლივერპულია და ლოგიკურად ლივერპულმა უნდა მოიგოს. თუ ვინეს ეკუთვნის ლიგა ალბათ ეს ორი გუნდია და რომელმაც არ უნდა მოიგოს ტაშს დავუკრავ სიამოვნებით. ამ პოსტს ექნება ბევრი უანლაიკი,მაგრამ სიმართლე ასეთია და ტრადიციულად დავწერ,თუ არ გამოაქვეყნოთ ეს კომენტარი თქვენ იყოთ პუტინი მოურინიოს ნაზავი:)
სხვათა თუთაშხია
15 მარტი 2019 18:50
7
შემოგევლე ბრატ. ლივერპულმა უნდა მოიგოს. ძირს იუვე
სადიო მანე
15 მარტი 2019 22:10
2
იუვენტუსი
ჯონი
15 მარტი 2019 18:42
2
ჩემმა ძმამ ნახა სიზმარი, ვითომ როლანდო გარბოდა და შუა სირბილის დროს კვერცხები მოსძვრა. ცუდის ნიშანია.
luka
15 მარტი 2019 18:33
7
როლანდო არა როლანდი
!!!!
15 მარტი 2019 19:44
1
რეალი:D
sinsilo
15 მარტი 2019 18:16
2
ეხლა ბარსას დროა დაიმახსოვრეთ.
gogi
15 მარტი 2019 18:07
9
აიაქსი
ალექსი 1985
15 მარტი 2019 18:00
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული