ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური წყვილები ცნობილია

AutoSharing Option
დღეს 15 მარტს შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური სტადიის კენჭისყრა გაიმართა.

კენჭისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

"აიაქსი" - "იუვენტუსი"
"ლივერპული" - "პორტუ"
"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ სიტი"
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბარსელონა"

თავდაპირველად მასპინძელ გუნდად "ბარსელონა" ამოვიდა, თუმცა რადგან ორივე მანჩესტერული გუნდის საშინაო შეხვედრების ჩატარება ერთ დღეს დაემთხვა, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, მასპინძელი გუნდი "იუნაიტედი" გახდა.

ნახევარფინალების წილისყრა:

"ტოტენჰემი" - "მანჩესტერ სიტი"/"აიაქსი" - "იუვენტუსი"
"მანჩესტერ იუნაიტედი"-"ბარსელონა"/"ლივერპული" - "პორტუ"

9/10 აპრილს ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩები გაიმართება, ხოლო საპასუხოები 16/17 აპრილს
ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 47 /
ბარსა
gaga
20:06 16-03-2019
4
Bufonıs sananebelı eqneba gadasvla
Temo
18:43 16-03-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული