ნიკო კოვაჩი: რატომ დავმარცხდით? - იურგენ კლოპმა ტრანსფერებზე 500 მილიონი დახარჯა

AutoSharing Option
"ბაიერნის" მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპულთან" დამარცხება (1:3) და ტურნირიდან გამოვარდნა ასე ახსნა.

"ფული თამაშებს ყოველთვის არ იგებს, მაგრამ კლოპმა 4 წელიწადში ტრანსფერებზე 500 მილიონი ევრო დახარჯა.

თვით ჩვენ, ბუნდესლიგის ლიდერები ამას ვერ ვახერხებთ. ეს მათი უპირატესობაა.

მუშაობის გაგრძელება და იმაზე ფიქრი გვმართებს, თუ როგორ მოვემზადოთ ახალი სეზონისთვის.

თავი არ უნდა მოვიტყუოთ. ბუნდესლიგის სამი გუნდი პრემიერლიგის წარმომადგენლებთან შემთხვევით არ დამარცხდა.

ტოპ-ფეხბურთელებს ბუნდესლიგაზე უფრო პრემიერლიგაში თამაში ურჩევნიათ", - განუცხადა კოვაჩმა Goal.com-ს.

altფრანც ბეკენბაუერი: იურგენ კლოპის "ბაიერნის" მწვრთნელობა მისი კარიერის მწვერვალი

იქნებოდა

altიურგენ კლოპი: ჩემი ბიჭები აღმერთებენ ამ ტურნირს - "დორტმუნდის" ფანები გავახარე

altჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი: გერმანული კლუბების ფიასკო და ინგლისელთა ზეობა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
40 მილიონად ტოლისოს და რენატო სანჩესის ყიდვამ რამე მოუტანა ბაიერნს ??? 80 მილიონის 2 ფეხბურთელში გადახდა არ ჯობდა 100 მილიონად რონალდოს ყიდვა ? მაგრამ წუწურაქი გუნდი რომ არის ბაიერნი,იმიტომაც ხოხავს 3 წელია. გუნდმა კროოსს ხელფასი არ მოუმატა და ამის მერე ბიჭმა 3ჯერ მოიგო ლიგა რეალში. რიბერი და რობენი წელს ამთავრებენ, თამაშს მოუკლო გუნდის ყველა ფეხბურთელმა, წელს ბუნდესლიგის შეიძლება ვერ მოიგონ. ეს არის ამ მართლაც დიდი გუნდის შედეგი, რომლის მწვრთნელიც საშუალო კლასის გუნდს თუ გაუძღვება. სამწუხაროდ, გუნდის ხელმძღვანელები ცვლილებებს არ აპირებენ, ფაქტია.
????
10:22 16-03-2019
2
კოუტინიო გავყიდეთ და იმ ფულით ალისონი და ვირჯილი ვიყიდეთ.ასეც არ არის რომ ლივერპული ადგა და 500 მილიონი გაიქნია.რათქმა უნდა მილიონები დაიხარჯა მაგრამ ყველაფერი სწორმა მენეჯმენტმა განაპირობა...
Anfield
12:41 16-03-2019
3

სიახლეები პოპულარული