ნიკო კოვაჩი: რატომ დავმარცხდით? - იურგენ კლოპმა ტრანსფერებზე 500 მილიონი დახარჯა

AutoSharing Option
"ბაიერნის" მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპულთან" დამარცხება (1:3) და ტურნირიდან გამოვარდნა ასე ახსნა.

"ფული თამაშებს ყოველთვის არ იგებს, მაგრამ კლოპმა 4 წელიწადში ტრანსფერებზე 500 მილიონი ევრო დახარჯა.

თვით ჩვენ, ბუნდესლიგის ლიდერები ამას ვერ ვახერხებთ. ეს მათი უპირატესობაა.

მუშაობის გაგრძელება და იმაზე ფიქრი გვმართებს, თუ როგორ მოვემზადოთ ახალი სეზონისთვის.

თავი არ უნდა მოვიტყუოთ. ბუნდესლიგის სამი გუნდი პრემიერლიგის წარმომადგენლებთან შემთხვევით არ დამარცხდა.

ტოპ-ფეხბურთელებს ბუნდესლიგაზე უფრო პრემიერლიგაში თამაში ურჩევნიათ", - განუცხადა კოვაჩმა Goal.com-ს.

altფრანც ბეკენბაუერი: იურგენ კლოპის "ბაიერნის" მწვრთნელობა მისი კარიერის მწვერვალი

იქნებოდა

altიურგენ კლოპი: ჩემი ბიჭები აღმერთებენ ამ ტურნირს - "დორტმუნდის" ფანები გავახარე

altჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი: გერმანული კლუბების ფიასკო და ინგლისელთა ზეობა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
სწორის მენეჯმენტის წყალიბით 30 წელია პრემიერ ლიგა არ მოუგია ლივეს... აჰაჰა
Musenbezia
18 მარტი 2019 00:36
5
ისე ამას კაი იქნებოდა წინასწარ გაეკითხა, სად მიდიოდა მწვრთნელად,ბაიერნი არასდროს ხარჯავდა იმდენ ფულს,რამდენსაც ესპანური და ინგლისური გრანდები
kote
16 მარტი 2019 23:30
1
კოუტინიო გავყიდეთ და იმ ფულით ალისონი და ვირჯილი ვიყიდეთ.ასეც არ არის რომ ლივერპული ადგა და 500 მილიონი გაიქნია.რათქმა უნდა მილიონები დაიხარჯა მაგრამ ყველაფერი სწორმა მენეჯმენტმა განაპირობა...
Anfield
16 მარტი 2019 12:41
3
გავყიდეთ - ვიყიდეთ მომეწონა, მაგრად ვიხალისე )))
კოტე
17 მარტი 2019 14:32
1
40 მილიონად ტოლისოს და რენატო სანჩესის ყიდვამ რამე მოუტანა ბაიერნს ??? 80 მილიონის 2 ფეხბურთელში გადახდა არ ჯობდა 100 მილიონად რონალდოს ყიდვა ? მაგრამ წუწურაქი გუნდი რომ არის ბაიერნი,იმიტომაც ხოხავს 3 წელია. გუნდმა კროოსს ხელფასი არ მოუმატა და ამის მერე ბიჭმა 3ჯერ მოიგო ლიგა რეალში. რიბერი და რობენი წელს ამთავრებენ, თამაშს მოუკლო გუნდის ყველა ფეხბურთელმა, წელს ბუნდესლიგის შეიძლება ვერ მოიგონ. ეს არის ამ მართლაც დიდი გუნდის შედეგი, რომლის მწვრთნელიც საშუალო კლასის გუნდს თუ გაუძღვება. სამწუხაროდ, გუნდის ხელმძღვანელები ცვლილებებს არ აპირებენ, ფაქტია.
????
16 მარტი 2019 10:22
2
ძირს გერმანია.
აეგრე.
16 მარტი 2019 02:53
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული