რა ელის რონალდოს? უეფას დისციპლინარული კომიტეტი 21 მარტს გადაწყვეტს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდის, კრიშტიანო რონალდოს "დიდი კვერცხების" ჟესტზე გადაწყვეტილებას უეფას კონტროლის, ეთიკისა და დისციპლინარული კომიტეტი 21 მარტს მიიღებს.

როგორც ორგანიზაციის საიტზე განთავსებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რონალდოს მიმართ საქმე უეფას დისციპლინარული წესების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის "ბ" და "დ" ქვეპუნქტების მიხედვით აღიძრა.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის "ატლეტიკოსა" და "იუვენტუსის" პირველი მატჩის დროს ანალოგიური ჟესტის დემონსტრირებისთვის უეფამ მადრიდელთა მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე 20 000 ევროთი დააჯარიმა.

რონალდოს საქმეზე უეფას კონტროლის, ეთიკისა და დისციპლინარული კომიტეტის გადაწყვეტილება 21 მარტსვე გახდება ცნობილი.

ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო მატჩს "იუვენტუსი"
ამსტერდამის "აიაქსის" წინააღმდეგ 10 აპრილს გამართავს.

altუეფამ ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელი გამოაცხადა

altრონალდომ სიმეონეს "დიდი კვერცხების" ჟესტი გაიმეორა და თქვა, რომ ასეთი საოცრებებისათვის მიიწვიეს



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული