"იუვენტუსის" ყოფილმა ნახევარმცველმა ანდრეა პირლომ ჩემპიონთა ლიგაზე ტურინული გუნდის პერსპექტივაზე ისაუბრა.
"იუვენტუსმა" "ატლეტიკოსთან" იდეალურად ითამაშა. დიდმა გუნდებმა ყოველი მატჩისთვის ყველა დეტალი უნდა გაითვალისწინონ. "იუვე" ამ ტურნირის მოსაგებად საკმაოდ ძლიერია, ოღონდ ისე არ უნდა ითამაშოს, როგორც მადრიდში "ატლეტიკოსთან".
ჩემის აზრით, "იუვენტუსი" "ბარსელონაზე" ძლიერია, შესაძლოა, "მანჩესტერ სიტისთან" უფრო გაუჭირდეს", - ციტირებს პირლოს Calciomercato.
მეოთხედფინალში ბიანკონერი "აიაქსს" შეხვდება, "ბარსელონა" "მანჩესტერს", ხოლო "მანჩესტერ სიტი" "ტოტენჰემს".
პირველი მატჩები 9-10 აპრილს გაიმართება, განმეორებითები კი 16-17 აპრილს.