"მარკას" ცნობით, "იუვენტუსის" თავდამსხმელმა რონალდომ ტრავმა მოირჩინა და "აიაქსთან" ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში მონაწილეობის მისაღებად მზადაა.
ეგ კი არადა, კრიშტიანოს 6 აპრილს სერია A-ს 31-ე ტურში "მილანთან" თამაშიც შეუძლია, თუმცა ტრავმის რეციდივის შიშით, ალბათ ამის უფლებას არ დართავენ. შეგახსენებთ, თუ "იუვემ" ამ შეხვედრაში იმარჯვა, ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტურით ადრე მოიგებს სკუდეტოს.
რონალდომ ტრავმა 25 მარტს პორტუგალიის ნაკრებში სერბეთთან მატჩისას მიიღო.
რონალდომ ტრავმა 25 მარტს პორტუგალიის ნაკრებში სერბეთთან მატჩისას მიიღო.
"იუვენტუსისა" და "აიაქსის" პირველი მატჩი 16 აპრილს ტურინში გაიმართება.