ჩემპიონთა ლიგა 6 ერის მსგავსად ჩაკეტილი ტურნირი გახდება?

AutoSharing Option
ცნობილი გახდა, რომ ევროგრანდი კლუბები თავიანთი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, ჩემპიონთა ლიგის რეფორმირებას გეგმავენ.

"ტაიმსი" იტყობინება, რომ ევროპის კლუბების ასოციაცია (ECA) აპირებს უეფას ცვლილებები უკვე 2024 წლიდან შეატანინოს.

კერძოდ, შეთავაზებული ფორმატის მიხედვით, პლეი-ოფში გასული 32 გუნდიდან 22-ს გარანტირებული ექნება ამ ტურნირის შემდეგ გათამაშებაში მონაწილეობა.

მოკლედ, ეროვნული ჩემპიონატებიდან გუნდები ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ 8-ადგილიან კვოტას მიიღებენ.

ამის წინააღმდეგია პრემიერლიგა, რადგან ინგლისელებს მიაჩნიათ, რომ ამან შეიძლება ნეგატიური შედეგი გამოიღოს - ახლა მათი გუნდები ქვეყნის პირველობაზე პირველ ოთხეულში მოსახვედრად იბრძვიან, რათა ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირზე მიიღონ
მონაწილეობა და თუ ეს სტიმული არ ექნათ, მათი ჩემპიონატი გარკვეულწილად დაზარალდება.

ECA-ს ფორმატის გეგმა 8 4-გუნდიანი ჯგუფის ნაცვლად 4 8-გუნდიანი ჯგუფის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.  გუნდები ჯგუფურ ეტაპზე 14 მატჩს ჩაატარებენ და შესაბამისად, მეტ ფულს გამოიმუშავებენ.

მოკლედ, ყველაფერი იქითკენ მიჰყავთ, რომ საფეხბურთო ჩემპიონთა ლიგა რაგბის 6 ერის დარად ჩაკეტილი ტურნირი გახდეს.


მკითხველის კომენტარები / 5 /
სიმართლეს თვალი გავუსწოროდ და ჩვენ იქ გამსვლელები არც ეხლა ვართ და არც 2024-ში ვიქნებით. ისეთი მიდგომით,როგორც ფიფია იქცევა რა ლიგაზეა ლაპარაკი. სხვა კლუბებს კი თუ ვინმე ყვათ ახალგაზრდა და გამორჩეული, ფიფიას მიჰყავს გაყიდვის პერსპექტივით. ვინც კი ცოტა ფეხი მოიდგა და ნიჭი გამოაჩინა, მაშინვე ჰყიდის. სხვებიც არ აკლებენ. იმის მაგივრად 2-3 წელი ათამაშე ერთად ეს ნიჭიერები და გუნდიც დადგება. მათ მაგივრად კი მოგყვას იაფფასიანი, ჩამოწერილი ლეგიონერები და ჩვენი კლუბებიდან რომელი აშენებს გუნდს? ჩვენ გვინდა რომ ეს დაუღვინებელი ტალანტები არ გაუშვან, თორემ უნიჭოთა საყურებლად ხალხი არ მოვა სტადიონზე. ამას ჩაწყობები დაუმატეთ და ეჭვი გებადება რომ აზრი აქვს კი ასეთ ჩემპიონატს. ჩამოთვლას არ დავიწყებ, ყველამ იცით, ისინი ვინც წასულები არიან ორ ისეთ გუნდს გააკეთებდნენ, რომელიც საქართველოს ჩემპიონატს მოიგებდა.
ყოველ შემთხვევაში იდეა ცუდი არაა. ფეხბურთი დიდი ბიზნესია და პრაქტიკულად მსოფლიოს ყველაზე მდიდარი 22 კლუბი იყვეს მუდმივად(თეორიულად და ლამის პრაქტიკულად ყველაზე ძლიერები არიან) და დანარჩენი ჩემპიონები 10 ადგილისათვის იბრძოლებენ.ჩაკეტილი სულაც არაა და რატომ ადარებს ავტორი ექვს ერს ვერ გამიგია. არ დაბლოკო იცოდე:)
emigranti
03:29 06-04-2019
7
ჩაკეტილი იქნება თუ ღია ჩვენთვის რა მნიშნელობა აქვს? შანსი იქ მოხვედრის მაინც ნოლია, სანამ უვარგისი კონცეფცია გვაქვს. სანამ ჩვენს ჩემპიონიონატში სუსტებში საუკეთესო წავა ჩ.ლ-ზე. ჩვენს ლიგას სანამ არ გავხდით ფინანსურად ძლიერს და კონკურენტუნარიანს მაინც ვერ მოვხვდებით იქ. ისე კი ამ კარგი თამაშის ყურება სხვაა და შენი საყვარელი გუნდის გულშემატკივრობა სხვა. ჩვენთვის ეს უცხო ხილია კარგა ხანია.
ვეტერანი
04:48 06-04-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული