ბუსკეტსის აზრით, "მანჩესტერ იუნაიტედი" გაცილებით კარგად გამოიყურება ოლე გუნარ სოლსკიაერის ხელში. ჟოზე მოურინიოს გუნდისგან განსხვავებით, ღიად ჩანს, რომ გუნდში კარგი ატმოსფეროა.
"მათ არ აწუხებთ, რომ შეიძლება მეტოქეს მთელი თამაშის განმავლობაში უფრო დიდხანს ჰქონდეს ბურთი. იციან, რომ არსებობენ გუნდები, რომლებიც ტექნიკური თვალსაზრისით მათზე მაღლა დგანან. შეუძლიათ მეორე ნომრად თამაში, რაც პსჟ-სთან დაპირისპირებაში კარგად გამოჩნდა.
ყველაზე დიდ ხიფათს სწორედ კონტრშეტევებიდან ქმნიან და თუ შეცდომას დაუშვებ, "მანჩესტერ
იუნაიტედი" ამას არ გაპატიებს" - აღნიშნა სერხიო ბუსკეტსმა.