ზლატან იბრაჰიმოვიჩი: ეს მესისა და პოგბას დუელი იქნება

AutoSharing Option
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ბარსელონას" შორის ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ მეოთხედფინალზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვა.

"ჩემი აზრით, ეს ძალიან საინტერესო მატჩები იქნება, რომელშიც ორი დიდი კლუბი მიიღებს მონაწილეობას.

ორი დიადი კლუბი, დიადი ისტორიით, რომელთაც შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავთ და მათი თამაშის ყურება მიმზიდველია.

საიდუმლო არაა, რომ მესი გარდამტეხ როლს თამაშობს ყველა შეხვედრაში, რომელშიც იღებს მონაწილეობას და ასევეა პოგბა "მანჩესტერისთვის".

მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთი კოლექტიური თამაშია, ეს მატჩები პოგბასა და მესის შორის ბრძოლა იქნება, რადგან ამ ფეხბურთელებს მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ და საინტერესო
იქნება მათი ყურება" - განაცხადა ზლატანმა.

აღსანიშნავია, რომ შვედს ორივე ფეხბურთელთან ერთად უთამაშია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული