ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი: ლორისმა პენალტი აიღო, კეინი დაიმტვრა - "ტოტენჰემმა" 1:0 მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
9 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში "ტოტენჰემმა" თავის ახალ სტადიონზე "მანჩესტერ სიტის" 1:0 სძლია.

მე-13 წუთზე მსაჯმა ბიორნ კუიპერსმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ მასპინძელთა კარში პენალტი დანიშნა. მან ჩათვალა, რომ მცველმა დენი როუზმა საჯარიმოში ხელით ითამაშა. სერხიო აგუეროს მიერ შესრულებული თერთმეტმეტრიანი უგო ლორისმა მოიგერია. მან ამ სეზონში მის კარში დანიშნული სამივე პენალტი მოიგერია.

25-ე წუთზე ჰარი კეინს ჰქონდა ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა, მაგრამ ედერსონი იდგა მოწოდების სიმაღლეზე.

58-ე წუთზე ფაბიან დელფთან შეჯახებისას ტრავმა მიიღო კეინმა, ლუკას მოურამ შეცვალა და სამედიცინო პერსონალის
დახმარებით გავიდა გასახდელში. შესაძლოა, მას ძველი ტრავმის რეციდივი აქვს და ამ სეზონში ვერ ითამაშოს.

78-ე წუთზე კი სონმა გოლი გაიტანა და "ტოტენჰემმა" გაიმარჯვა.

საპასუხო მატჩი 17 აპრილს მანჩესტერში ჩატარდება.

აგუერომ ჩემპიონთა ლიგაზე მე-4 პენალტი გააცუდა და ვან ნისტელროის გაუთანაბრდა. მათზე მეტი, 5 თერთმეტმეტრიანი მხოლოდ ტიერი ანრის აქვს გამოუყენებელი.

"სიტიმ" ამ ტურნირზე ინგლისურ გუნდებთან ხუთივე ჩატარებული მატჩი წააგო - აქამდე ორჯერ "ჩელსისთან" და ორჯერ "ლივერპულთან".

პეპ გვარდიოლას გუნდები რვაჯერ დამარცხდნენ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩებში და მხოლოდ ორჯერ მოახერხეს შემდეგ ეტაპზე გასვლა.

ლონდონი. "ტოტენჰემ ჰოთსპური". 60 044 მაყურებელი
ტოტენჰემი - მანჩესტრ სიტი 1:0
გოლი: სონი (78)

გამოუყენებელი პენალტი: აგუერო (13)

ტოტენჰემი: ლორისი, ალდერვეირელდი, როუზი, ტრიპიერი, ვერტონგენი, ერიკსენი, უინკსი (ვანიამა 81), ალი (ლორენტე 87), სისოკო, კეინი (ლუკას მოურა 58), სონი

მანჩესტერ სიტი: ედერსონი, ლაპორტი, ოტამენდი, უოკერი, დელფი, დავიდ სილვა (სანე 88), ფერნანდინიო, მარეზი (დე ბრიუნე 88), გიუნდოგანი, სტერლინგი, აგუერო (გაბრიელ ჟეზუსი 71)

altპეპ გვარდიოლა: შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ქამბექის შესრულება გვმართებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული