მაურისიო პოჩეტინო: შესაძლოა, კეინმა ამ სეზონში ვეღარ ითამაშოს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერ სიტისთან" მოგებული მატჩი (1:0) "ტოტენჰემის" მენეჯერმა მაურისიო პოჩეტინომ შემდეგნაირად შეაფასა:

"კეინი ხვალ მედშემოწმებას გაივლის, მაგრამ ეტყობა, ისევ იმავე კოჭ-წვივზე მიიღო ტრავმა, რომლის გამოც ერთ თვეზე მეტხანს მოუწია უქმობა.

ამან ძალიან დამამწუხრა. ის ძალიან დაგვაკლდება. შესაძლოა, ჰარიმ ამ სეზონში ვეღარ ითამაშოს. ტრავმის მოსარჩენად ძალიან ცოტა დრო აქვს. ფეხი გადაუბრუნდა.

შესანიშნავი შეხვედრა იყო, რთული. კარგად ვიასპარეზეთ. ვფიქრობ, ლორისის მიერ პენალტის მოგერიებამ ძალები შეგვმატა".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული