ყოფილი ინგლისელი მსაჯი: მოჰამედ სალაჰი გასაძევებელი იყო

AutoSharing Option
პრემიერლიგის ყოფილი მსაჯი ფილ დაუდი მიიჩნევს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე "პორტუსთან" მატჩისას "ლივერპულის" თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი წითელ ბარათს იმსახურებდა.

85-ე წუთზე სალაჰმა ფეხი ჩაარტყა "პორტუს" მცველ დანილუს, მაგრამ ესპანელმა არბიტრმა ანტონიო მატეუ ლაოსმა ამას ყურადღება არ მიაქცია.

"მეგონა, ამ მომენტს ვიდეოგამეორებაზე ნახავდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. აღნიშნული ეპიზოდი სამჯერ თუ ოთხჯერ ვნახე და ჩემი აზრი ასეთია: სალაჰის მოქმედება დანილუს ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიდა და წითელი ბარათით უნდა დაესაჯათ", - ციტირებს დაუდს BT Sport-ი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული