ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი: 1:1 "იუვენტუსის" სასარგებლოდ, მაგრამ "აიაქსს" ეხერხება სასწაულის მოხდენა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
10 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/4-ფინალური მატჩი "აიაქსსა" და "იუვენტუსს" შორის 1:1 დასრულდა.

მასპინძლებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენეს. სტუმრები სახიფათო კონტრშეტევებით პასუხობდნენ. განსაკუთრებით მწვავედ ბერნარდესკი უტევდა. 45-ე წუთზე კი კანსელუმ ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა და თავურით ვარდნაში გოლი რონალდომ გაიტანა, რომელმაც ამ შეხვედრისთვის სათანადოდ მოსამზადებლად იტალიის ჩემპიონატის ბოლო მატჩები გამოტოვა.

განახლდა თუ არა შეხვედრა, ბრაზილიელმა ნერესმა ანგარიში გაათანაბრა. ამის შემდეგ "აიაქსი" შტურმზე გადავიდა, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო და თამაშიც გათანაბრდა. "იუვეს" ისევ შეეძლო წინ გასვლა, მაგრამ
დუგლას კოშტამ ბურთი ძელს გაარტყა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

რონალდომ ჩემპიონთა ლიგის 161 მატჩში 125 გოლი გაიტანა - ეს რეკორდია. მან თავურით 23-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი და ესეც რეკორდია.

ამსტერდამი. "იოჰან კრუიფი". 50 033 მაყურებელი
აიაქსი - იუვენტუსი 1:1
გოლები: 0:1 რონალდო (45), 1:1 ნერესი (46)

აიაქსი: ონანა, დე ლიხტი, ტალიაფიკო, ველტმანი, ბლინდი, ვან დე ბეკი, ზიეში, ტადიჩი, შენე (ეკელენკამპი 76), ნერესი, დე იონგი

იუვენტუსი: შესნი, რუგანი, ალეკს სანდრო, კანსელუ, ბონუჩი, ბენტანკური, პიანიჩი, მატიუიდი (დიბალა 76), ბერნარდესკი (ჰედირა 90+2), რონალდო, მანჯუკიჩი (დუგლას კოშტა 60)

მკითხველის კომენტარები / 3 /
კარგ ფეხბურთელზე ხშირად ამბობენ ხოლმე,ტვინი ფეხებში აქვსო.რონალდოს სტატისტიკას თუ შევხედავთ და თუ ამას საბანკო ანგარიშებსაც დავურთავთ,მას ტვინი ნამდვილად თავში უნდა ჰქონდეს.
სოსო
15:26 11-04-2019
0
ტერმინატორმა კიდევ ერთხელ იფრინა.კრიშტიანომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა ბოლო 5 წელია ბადალი არა ყავს მსოფლიოში.საჯარიმოში ბურთზე დასარტყმელად გაქცეულ კაცს რომ დაიჭერ პენალტი არ ყოფილა და შემთხვევით ხელზე რომ მოხვდება ის პენალტია.
იუვეს წინსვლა
13:26 11-04-2019
0

სიახლეები პოპულარული