სერხიო ბუსკეტსი: მესის ბევრი სისხლი წამოუვიდა, ჰემატომა აქვს და მაინც ბოლომდე ითამაშა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში "მანჩესტერის" მცველმა კრის სმოლინგმა იდაყვი ჩაარტყა სახეში "ბარსელონას" თავდამსხმელ ლეო მესის, რომელსაც სისხლი წამოუვიდა და თამაში რამდენიმე წუთით შეწყდა. ამაზე კომენტარი "ბარსას" ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა გააკეთა.

"არა მგონია, ლეოს მოტეხილობა ჰქონდეს. მართლაც ძალიან მაგარი დარტყმა მიიღო. ჰემატომა აქვს, ბევრი სისხლი წამოუვიდა, თვალის ქვემოთ დაზიანება შეემჩნევა.

ასეთ მდგომარეობაში თამაში ადვილი არაა. თუმცა, მესიმ თავისი ჭეშმარიტი სახე დაგვანახა, მოედანი არ დატოვა და ბოლომდე ითამაშა. როგორც ყოველთვის, ერთ-ერთი საუკეთესო იყო", - ციტირებს ბუსკეტსს "მუნდო დეპორტივო".

მკითხველის კომენტარები / 2 /
არავითარი სათამაშო სიტუაციო იყო, შეგნებულად ჩაარტყა და მიაყენა სერიოზული ტრავმა. მაგ ოხერს კაი წითელი ბარათი ეკუთვნოდა.
კობა
12:21 11-04-2019
2
ოჰო როგორ გაუხარდებათ შენს მტრებს, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდებათ იმიტომ, რომ ბარსას საუკეთესო ექიმები ყავს და ყველაფერს გააკეთებენ ლეოს გამოსაჯამრთებლად. ლეო წარმატება და ჯამრთელობას გისურვებთ. შენ ისეთი კარგი ადამიანი ხარ, რომ გვჯერა ყველაფერი კარგად დასრულდება.
გიგა
09:58 11-04-2019
0

სიახლეები პოპულარული