მარკ-ანდრე ტერ შტეგენი "მანჩესტერთან" მატჩზე: "ბარსელონა" პსჟ არაა

AutoSharing Option
"ბარსელონას" მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა "მანჩესტერთან" ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/4-ფინალურ მატჩზე ისაუბრა.

"საპასუხო შეხვედრის წინ დიდი უპირატესობა არა გვაქვს, მათ კი სტუმრად რამდენიმე მატჩში იმარჯვეს. უნდა მოვიგოთ, ამისათვის კი კარგად თამაში გვმართებს.

ძალიან რთული დაპირისპირება გველის. მოწინააღმდეგეს სწრაფი ფეხბურთელები ჰყავს. ყურადღებით უნდა ვიმოქმედოთ. დომინირება გვსურს, მაგრამ თუ თავდაცვა მოგვიწია, თავსაც დავიცავთ.

ჩვენ პსჟ-სგან განვსხვავდებით. საჭიროა, ბურთი დავიჭიროთ და მომენტები შევქმნათ. არ გვჭირდება იმის შეხსენება, თუ რა მოგვივიდა გასულ სეზონში "რომასთან".

მკითხველის კომენტარები / 4 /
რივალდოს და კლუივერტის ეპოქიდან მოყოლებული ბარსას გულშემატკივარი ვარ,გუნდმა ყველაფერი მოიგო რისი მოგებაც შეიძლებოდა,2009 ში საერთოდ განუმეორებელი შედეგი აჩვენა,როდესაც ყველა ანუ 6-ვე ტურნირი მოიგო რაშიც იმ წელს მიიღო მონაწილეობა და ამ დონის გოლკიპერი, როგორიც დღეს ყავს ბარსას ტერ შტეგენი არ მახსენდება რომ ბარსას ყოლოდეს,ყოველშემთხვევაში ბოლო 20 წელი მაინც.არ ვიცი დამეთანხმება თუ არა ბარსას გულშემატკივრები.
წინ ბარსა...
რუსლანი
12:16 16-04-2019
0
ტერ! შენი იმედი გვაქვს! აბა თქვენ იცით, როგორ გაგვახარებთ.
ლუკა
11:11 16-04-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული