"აიაქსის" მწვრთნელი: "იუვენტუსი" "რეალზე" გაცილებით ძლიერია - ნებისმიერი ბარიერის გადალახვა შეგვიძლია

AutoSharing Option
"იუვენტუსთან" ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი 1/4-ფინალური მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე "აიაქსის" მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა შემდეგი განაცხადა:

"რონალდოს პერსონალურ მეურვეს არ მივუჩენ. დე იონგს ვათამაშებ თუ არა, არ ვიცი, ამას ვარჯიშის შემდეგ გადავწყვეტ. ალტერნატივა გამაჩნია.

"იუვენტუსი" ფავორიტია, მით უმეტეს, ამსტერდამში 1:1-ის შემდეგ. თუ კარგად ვითამაშებთ, ნებისმიერი ბარიერის გადალახვა შეგვიძლია. ტაქტიკური გეგმა უნდა გავაუმჯობესოთ.

ჩემი ოპტიმიზმი იმას ეფუძნება, თუ როგორ ვვარჯიშობთ და ვთამაშობთ. 2017 წელთან შედარებით, როდესაც ევროპა ლიგის ფინალში ვიასპარეზეთ, გავძლიერდით და ამას ყოველ შეხვედრაში ვამტკიცებთ.

სეზონის დასაწყისში ჩვენ 1/4-ფინალში გასვლას
არავინ ელოდა, მაგრამ გუნდმა ისეთ პროგრესს მიაღწია, რომ გრანდებთან ბრძოლა შეუძლია.

"იუვენტუსი" "რეალზე" გაცილებით ძლიერია. მაგარი გუნდია. გასულ კვირაში ძალიან კარგად ვითამაშეთ და ტურინშიც ასევე უნდა ვიასპარეზოთ".

მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდი აიაქსი, გაიმეორე რეალი!
ზურა
10:45 16-04-2019
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული