16 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/4-ფინალურ მატჩში "ბარსელონამ" ადვილად მოუგო "მანჩესტერს" - 3:0 და ნახევარფინალში გავიდა.
მატჩი სტუმართა შეტევით დაიწყო და რეშფორდმა ბურთი ხარიხას გაარტყა. ეგ იყო და ეგ. ამის შემდეგ უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ. მე-11 წუთზე მსაჯმა საჯარიმოში რაკიტიჩის და ფრედის შეჯახების შემდეგ "მანიუს" კარში პენალტი დანიშნა, მაგრამ ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ გააუქმა, თუმცა "ბარსამ" მალე ორი გოლი გაიტანა და ორივე მესიმ. ისე, მეორე ბურთი მეკარე დე ხეას უნდა აეღო. თუმცა, პირველი ტაიმის დასასრულს დავიდმა ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი.
62-ე წუთზე უკვე კოუტინიომ დალაშქრა "მანიუს" კარი და "ბარსელონამ" გაიმარჯვა.
აკი თქვა მანკუნიანელების გასაგონად ამ მატჩის წინ კატალონიური გუნდის მეკარემ, ტერ შტეგენმა, "რომას" შეხსენება არ გვჭირდება, "ბარსელონა" პსჟ არააო.
მესიმ ამ ტურნირზე 133-ე მატჩი ჩაატარა, ინიესტას გაასწრო და "ბარსადან" მასზე მეტ შეხვედრაში მონაწილეობა მხოლოდ ხავის აქვს მიღებული - 157. სხვათა შორის, მეოთხედფინალში ლეოს 6 წლის განმავლობაში არ ჰქონდა გოლი გატანილი. მან ინგლისურ გუნდებს ჩემპიონთა ლიგაზე 24 გოლი გაუტანა - ეს რეკორდია.
"ბლაუგრანა" პირველი გუნდია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე საკუთარ მოედანზე 100 გოლი გაიტანა.
"ბარსელონამ" მიმდინარე ტურნირზე 7 მატჩი მოიგო და 3 ფრედ დაასრულა, ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდია და თანაც, არც ერთ შეხვედრაში მდევრის როლში არ იყო.
მატჩს 96 708 მაყურებელი დაესწრო - ეს ამ სეზონში "კამპ ნოუზე" დასწრების რეკორდია.
"მანჩესტერმა" ყველა ტურნირზე უკანასკნელი 7 შეხვედრიდან 5 წააგო.
ბარსელონა. "კამპ ნოუ". 96 708 მაყურებელი
ბარსელონა - მანჩესტერი 3:0
გოლები: 1:0 მესი (16), 2:0 მესი (20), 3:0 კოუტინიო (62)
ბარსელონა: ტერ შტეგენი, ალბა, პიკე, რობერტო (სემედო 71), ლანგლე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, არტური (ვიდალი 76), კოუტინიო (დემბელე 81), მესი, სუარესი
მანჩესტერი: დე ხეა, სმოლინგი, იანგი, ჯონსი, ლინდელეფი, ლინგარდი (სანჩესი 80), ფრედი, პოგბა, მაკტომინი, მარსიალი (დალოტი 65), რეშფორდი (ლუკაკუ 73)
"პირველი გოლის დროს გამიმართლა, მეორე გოლის დროს კი უფრო მეტად გამიმართლა"
ეშლი იანგი "ბარსელონასთან" მარცხზე: პირველი გოლი რომ გაგვეტანა...
კაი სანახაობა იყო და საღოლ კიდე აიქს დაამტკიცა რომ შემთხვევიდ არაა იქ სადაც არი:*