ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი: "მანჩესტერი" "ბარსელონას" ტოლ-სწორი არაა - მესი შეუჩერებელია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
16 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/4-ფინალურ მატჩში "ბარსელონამ" ადვილად მოუგო "მანჩესტერს" - 3:0 და ნახევარფინალში გავიდა.

მატჩი სტუმართა შეტევით დაიწყო და რეშფორდმა ბურთი ხარიხას გაარტყა. ეგ იყო და ეგ. ამის შემდეგ უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ. მე-11 წუთზე მსაჯმა საჯარიმოში რაკიტიჩის და ფრედის შეჯახების შემდეგ "მანიუს" კარში პენალტი დანიშნა, მაგრამ ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ გააუქმა, თუმცა "ბარსამ" მალე ორი გოლი გაიტანა და ორივე მესიმ. ისე, მეორე ბურთი მეკარე დე ხეას უნდა აეღო. თუმცა, პირველი ტაიმის დასასრულს დავიდმა ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი.

62-ე წუთზე
უკვე კოუტინიომ დალაშქრა "მანიუს" კარი და "ბარსელონამ" გაიმარჯვა.

აკი თქვა მანკუნიანელების გასაგონად ამ მატჩის წინ კატალონიური გუნდის მეკარემ, ტერ შტეგენმა, "რომას" შეხსენება არ გვჭირდება, "ბარსელონა" პსჟ არააო.

მესიმ ამ ტურნირზე 133-ე მატჩი ჩაატარა, ინიესტას გაასწრო და "ბარსადან" მასზე მეტ შეხვედრაში მონაწილეობა მხოლოდ ხავის აქვს მიღებული - 157. სხვათა შორის, მეოთხედფინალში ლეოს 6 წლის განმავლობაში არ ჰქონდა გოლი გატანილი. მან ინგლისურ გუნდებს ჩემპიონთა ლიგაზე 24 გოლი გაუტანა - ეს რეკორდია.

"ბლაუგრანა" პირველი გუნდია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე საკუთარ მოედანზე 100 გოლი გაიტანა.

"ბარსელონამ" მიმდინარე ტურნირზე 7 მატჩი მოიგო და 3 ფრედ დაასრულა, ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდია და თანაც, არც ერთ შეხვედრაში მდევრის როლში არ იყო.

მატჩს 96 708 მაყურებელი დაესწრო - ეს ამ სეზონში "კამპ ნოუზე" დასწრების რეკორდია.

"მანჩესტერმა" ყველა ტურნირზე უკანასკნელი 7 შეხვედრიდან 5 წააგო.

ბარსელონა. "კამპ ნოუ". 96 708 მაყურებელი
ბარსელონა - მანჩესტერი 3:0
გოლები: 1:0 მესი (16), 2:0 მესი (20), 3:0 კოუტინიო (62)

ბარსელონა: ტერ შტეგენი, ალბა, პიკე, რობერტო (სემედო 71), ლანგლე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, არტური (ვიდალი 76), კოუტინიო (დემბელე 81), მესი, სუარესი

მანჩესტერი: დე ხეა, სმოლინგი, იანგი, ჯონსი, ლინდელეფი, ლინგარდი (სანჩესი 80), ფრედი, პოგბა, მაკტომინი, მარსიალი (დალოტი 65), რეშფორდი (ლუკაკუ 73)

alt"პირველი გოლის დროს გამიმართლა, მეორე გოლის დროს კი უფრო მეტად გამიმართლა"

altეშლი იანგი "ბარსელონასთან" მარცხზე: პირველი გოლი რომ გაგვეტანა...

მკითხველის კომენტარები / 13 /
ისე სულ მიკვირდა კოუტინიოსთან დაკავშირებით რომ ბარსადან მიდისო აღარ უნდაო ტრანსფერს ითხოვსო და ასე შემდეგ მაგრამ, გოლის აღნიშვნით მგონი ყველას გაცა პასუხი და გამისწორდა მაგრად..საღოლ ბარსას
კაი სანახაობა იყო და საღოლ კიდე აიქს დაამტკიცა რომ შემთხვევიდ არაა იქ სადაც არი:*
ჩორნა
18 აპრილი 2019 05:35
0
რეალიო?? ჰა ჰა ჰაააა
რუსლანი
17 აპრილი 2019 11:23
1
გამიტყდა იუვეს წაგება. მესის და რონალდოს ჯახი დაამშვენებდა ფინალს.
BARCA CHAMPION
17 აპრილი 2019 10:37
6
ჩემს საყვარელ ბარსას ვულოცავ დამსახურებულ მოგებას! ეგ ერთი და სხვა მრავალი! ლეო ფეხბურთის მოვლენა ხარ! მადლობა ბრწყინვალე თამაშისათვის! ძალიან გამეხარდა, ფელიპე კოუტინიოს ლამაზი, გატალი ბურთი.
ნონა
17 აპრილი 2019 08:48
0
ან ეხლა ლიონთან პენალტი სუარესის მორიგი ფანდი,მსაჯებზე ნუღარ ლაპარაკობთ ხოლმე ეს ყოველთვის იქნება ვაარ კი არა რაც გინდა დანერგონ...ყველა გუნდისთვის დადებითად თუ უარყოფითად....
აკაკი
17 აპრილი 2019 08:11
10
მაგაში გეთანხმები წელს ჩააგდო მაგრამ ზიდანის მწვრთნელობის დროს რითი ჯობდა ბარსელონა რეალს ურთიერთ შეხვედრებით თუ თამაშით თუ ტიტულებით რეალიო იქ იმიტომააა რომ ჭე კლასის მწვრთნელები მიიყვაანეს... ბარსელონას კი ვულოცავ ჯერ ძილერი გუნდი არ შეხვედრია ვნახოდ რა იქნება...მსაჯებს რომ ახსენებ ბარსელონა პსჟესთან 6-1 როგორ გავიდა სუარესის ტყუილი პენალტით მსაჯების თემა ყველა გუნდს ახასიათებს ცუდად თუ კარგად...რომას კოშმარი ხომ არ დაგავიწყდათ 4-1 მოგებულის შემდეგ....ეს ფეხბურთია და მის ნაწილია თვითეეული იმედგაცრუება თუ გამარჯვება...
აკაკი
17 აპრილი 2019 08:00
10
ბოლოს როდის მოუგო რეალმა ბარსას გახსოვს? ეხლა უკვე ვარია და ხო ხედავ სად არის რეალი?
barsa
17 აპრილი 2019 02:46
3
ვულოცავ ბარსას ფანებს ბარსა აიაქსი მაგარი ფინალი იქნებოდა...
აკაკი
17 აპრილი 2019 01:30
0
გილოცავთ ბარსას ფანებს უდავოდ დავიმსახურეთ ეს გამარჯვება
T.k
17 აპრილი 2019 01:25
0
გილოცავთ ბარსას ფანებს უდავოდ დავიმსახურეთ ეს გამარჯვება
T.k
17 აპრილი 2019 01:21
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული