იტალიური ფეხბურთის ლეგენდებმა "აიაქსთან" "იუვენტუსის" მარცხზე ისაუბრეს

AutoSharing Option
ტურინში გამართული მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ skysport-თან კომენტარები იტალიური ფეხბურთის ლეგენდებმა გააკეთეს.

ალესანდრო დელ პიერომ და ანდრეა პირლომ საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.

"იუვე" უჩვეულოდ გამოიყურებოდა. "აიაქსმა" მოედანზე საკუთარი მიზნები შეასრულა და "იუვენტუსის" ფეხბურთელები დაღალა. ამის გადატანა "იუვენტუსისთვის" ადვილი არ იქნება" - განაცხადა ალესანდრო დელ პიერომ.

"მანჯუკიჩის არყოფნისას დიბალამ კარგი შანსი მიიღო, თუმცა მას კიდევ აქვს დასამტკიცებელი, რომ ძირითადში ყოფნის ღირსია.

რაც შეეხება დე იონგს, მე მას დიდი ხანია ვადევნებ თვალს, ის შესანიშნავი ახალგაზრდა ფეხბურთელია. მე მივმართე "იუვეს" ხელმძღვანელობას მისი
ყიდვის თაობაზე, თუმცა "ბარსელონამ" დაგვასწრო" - ანდრეა პირლო.

altფრენკი დე იონგი: მადრიდში უფრო გაგვიჭირდა, ვიდრე "ძალიან ძლიერი" "იუვენტუსის" წინააღმდეგ

altჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი: ბრავო - "აიაქსმა" "რეალს" "იუვენტუსიც" ზედ მიაყოლა! [VIDEO]

altმასიმილიანო ალეგრი: ფეხბურთი დაუნდობელია და როდესაც შემთხვევით გოლს უშვებ, შიში გეუფლება

 

alt "აიაქსის" გამარჯვებით გახარებული ოვერმარსი მოედანზე გასრიალდა და ვან დერ სარისგან პანღური მიიღო [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული