"იუვენტუსმა" ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გუნდის მაისურა წინასწარ დაამზადებინა...

AutoSharing Option
"იუვენტუსი" იმდენად იყო დარწმუნებული ჩემპიონთა ლიგის მოგებაში, რომ გამარჯვებული გუნდის მაისურა წინასწარ დაამზადებინა.

ეს სურათი Footyheadlines-მა გამოაქვეყნა და როგორც ხედავთ, მაისურები სარეალიზაციოდაც მზად იყო.

მაისურაზე გამოსახულია მისი დამამზადებელი ფირმის ლოგო, "იუვეს" ემბლემა და წარწერაც ამშვენებს: "ევროპის 2019 წლის ჩემპიონი".

უცნობია, მაისურის რამდენი ეგზემპლარი დაამზადეს და რაში მოიხმარენ.

შეგახსენებთ, ან შეხსენება რაში გჭირდებათ, რომ "ბიანკონერი" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიდან "აიაქსმა" გამოაგდო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული