ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი: საგიჟეთი "ეტიჰადზე" - "ტოტენჰემმა" "მანჩესტერ სიტის" ბარიერი" გადალახა და "აიაქსს" დაუპირისპირდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
17 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/4-ფინალურ მატჩში "მანჩესტერ სიტიმ" საკუთარ მოედანზე 4:3 მოუგო "ტოტენჰემს" (პირველი შეხვედრა 0:1 დასრულდა), მაგრამ სტუმრად გატანილი მეტი გოლის წესით, შემდეგ ეტაპზე ლონდონური გუნდი გავიდა.

დებიუტი საოცარი გამოდგა, უკვე 21-ე წუთზე ანგარიში 3:2 იყო. აქამდე არა მარტო პლეი-ოფში, არამედ საერთოდ ამ ტურნირზე 21 წუთის განმავლობაში 5 გოლი არ გასულა. ყველაზე შედეგიანი დებიუტი 2016 წელს დაფიქსირდა - "ბორუსია"-"ლეგია" (3:2 24-ე წუთზე).

სონმა დუბლი 3 წუთში შეასრულა და 12 გოლით ჩემპიონთა ლიგაზე აზიელთა შორის ბომბარდირი გახდა.

დუბლის შემსრულებელმა
რაჰიმ სტერლინგმა ტურნირზე "სიტისგან" ყველაზე ადრეული გოლი გაიტანა - 231-ე წამზე.

მეორე ტაიმი მასპინძელთა იერიშებით დაიწყო, უგო ლორისმა სტერლინგისა და კევინ დე ბრუინის დარტყმული ბურთები მოიგერია, შემდეგ კონტრშეტევაზე ედერსონმა ლორენტეს არ დაანება კარის დალაშქვრა და 59-ე წუთზე აგუერომ ანგარიში 4:2 გახადა. არ გატყდა "ტოტენჰემი" და შეცვლაზე შესულმა ლორენტემ ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა. მსაჯმა ჩაკირმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ მიიჩნია, რომ ლორენტეს ბურთი ხელზე არ მოხვედრია და გოლი ჩათვალა.

კომპენსირებულ დროში სტერლინგმა კი გაიტანა გოლი, მაგრამ არბიტრმა აგუეროზე თამაშგარე დააფიქსირა და "ტოტენჰემი" ნახევარფინალში "აიაქსს" შეხვდება.

"ტოტენჰემი" 57 წლის შემდეგ პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, ეს სარეკორდო შუალედია. ამ გუნდმა პირველ ტაიმში ყველა ტურნირზე ბოლოს 3 გოლი 2015 წელს გაუშვა - "მანჩესტერთან" 0:3. "ტოტენჰემი" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასული მეშვიდე ინგლისური გუნდია - პრემიერლიგამ ლა ლიგის რეკორდი დაამხო.

პეპ გვარდიოლას გაწვრთნილი გუნდები 2016 წლის შემდეგ ნახევარფინალში, 2011 წლის შემდეგ კი ფინალში ვერ გადიან.

დე ბრუინმა ამ მატჩში 3 საგოლე გადაცემა გააკეთა, აგუერომ კი მეოთხედფინალში პირველად გაიტანა გოლი.

მანჩესტერი. "ეტიჰადი". 53 348 მაყურებელი
მანჩესტერ სიტი - ტოტენჰემი 4:3
გოლები: 1:0 სტერლინგი (4), 1:1 სონი (7), 1:2 სონი (10), 2:2 ბერნარდუ სილვა (11), 3:2 სტერლინგი (21), 4:2 აგუერო (59), 4:3 ლორენტე (73)

მანჩესტერ სიტი: ედერსონი, კომპანი, მენდი (სანე 84), უოკერი, ლაპორტი, დავიდ სილვა (ფერნანდინიო 63), გიუნდოგანი, ბერნარდუ სილვა, დე ბრიუნე, სტერლინგი, აგუერო

ტოტენჰემი: ლორისი, ალდერვეირელდი, როუზი (სანჩესი 90), ტრიპიერი, ვერტონგენი, ერიკსენი, ვანიამა, ლუკას მოურა (დევისი 82), სისოკო (ლორენტე 41), ალი, სონი

altპეპ გვარდიოლა: ეს სასტიკია - შესაძლოა, გოლის გატანისას ლორენტემ ხელით ითამაშა

altტობი ალდერვეირელდი: "აიაქსო", შენი ბიჭები გიბრუნდებიან

altმაურისიო პოჩეტინო: მე "ჰალკს" ვგავდი, პიჯაკი ტანზე შემოვიხიე...

altფერნანდო ლორენტე: ბევრი მომიგია, მაგრამ ეს მომენტი...

altჟერარდ პიკე "სიტი"-"ტოტენჰემის" მატჩზე: ფეხბურთი ზოგჯერ ნამდვილი ანეკდოტია

მკითხველის კომენტარები / 32 /
ასეთი თამაშები მთელი ცხოვრება გვამახსოვრდება.ძალიან დრამატული იყო,იყო ყველაფერი რისთვისაც უყვარს სპორტის ეს სახეობა მილიონობით ადამიანს.ბრავო ორივე გუნდს.და თამაშის შემდეგაც,როგორ კომპლიმენტები არ დაიშურეს ერთმანეთისთვის მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა.ერთი სიტყვაც არ დასცდენიათ მსაჯის მიმართ სიტის ფეხბურთელებს.მუხედავად VAR-ის გადაწყვეტილებისა მე მაინც მომეჩვენა, რომ გოლი არ უნდა ჩათვლილიყო,იყო ხელით თამაში...და ამის შემდეგ არ უთვლიან გოლს ბოლო წუთზე,რომელიც თავიდან ჩათვალეს...არა რა, რაგაც სასწაული თამაში იყო.კიდევ ერთხელ ბრავო ორივე გუნდს!!!p.s.და შაბათს ისევ ხვდებიან ერთმანეთს ჩემპიონატში
კახა ქირია
16:59 18-04-2019
0
პირველ ათ წუთში 4 გოლი და შემდეგაც,შესანიშნავი ფაბულაა ტოტალიზატორისათვის.მაგრამ კაციშვილს და სრულიად სამართლიანადაც,აზრად არ მოსვლია ამ თამაშის ჩაწყობაზე კრინტის დაძვრა.საოცარი მატჩი იყო და საოცრად დამთავრდა.უბრალოდ, ეს იყო მატჩი,რომელიც კიდევ დიდხანს გვემახსოვრება.რაც შეეხება ლორენტეს გოლს,ვფიქრობ,რომ ის არ უნდა ჩათვლილიყო.რაც უნდა იყოს,ბურთი ხელიდან გავიდა და აქ,არავითარი სხვა მოტივაცია-ინტერპრეტაცია,აღარ უნდა მოქმედებდეს.
სოსო
11:19 18-04-2019
3

სიახლეები პოპულარული