მაურისიო პოჩეტინო: როდესაც სტერლინგმა კომპენსირებულ დროში გოლი გაგვიტანა, ჩემს თავში რაღაც დატრიალდა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "მანჩესტერ სიტის" ბარიერის გადალახვის შემდეგ "ტოტენჰემის" თავკაცი მაურისიო პოჩეტინო სიხარულით მეცხრე ცაზე იყო:

"რაც მოხდა, ეს დაუჯერებელია. მე ბედნიერი და ამაყი ვარ. ჩემი ფეხბურთელები გმირები არიან. ძალიან, ძალიან გამახარეს.

როდესაც სტერლინგმა კომპენსირებულ დროში გოლი გაგვიტანა, ჩემს თავში რაღაც დატრიალდა, მაგრამ შემდეგ გოლი არ ჩათვალეს. აი, ამისათვის გვიყვარს ფეხბურთი.

დღეს ჩვენი მტკიცე ხასიათი ვაჩვენეთ. ენითაუწერელი თამაში იყო".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული