გზა მადრიდისკენ - ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის წყვილები და თარიღები ცნობილია

AutoSharing Option
გუშინ, 17 აპრილს, ღამით, ჩემპიონთა ლიგის ბოლო ორი მეოთხედფინალი გაიმართა.

"მანჩესტერ სიტიმ" სახლში "ტოტენჰემ ჰოთსფური" დაამარცხა 4:3, თუმცა ნახევარფინალში გასასვლელად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და შემდეგ ეტაპზე ლონდონის ჩრდილოელები გავიდნენ. "ტოტენჰემი" ნახევარფინალში ამსტერდამის "აიაქსს" შეხვდება.

მეორე თამაში პორტუგალიაში გაიმართა, სადაც "პორტუ" "ლივერპულთან" დამარცხდა 1:4 და "ლივერპული" ზედიზედ მეორედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, სადაც "ბარსელონას" შეხვდება.

შარშან იურგენ კლოპის გუნდმა მოახერხა ფინალში გასვლა. მაშინ "რომას" მოუგო ნახევარფინალში, რომელმაც სწორედ "ბარსელონა" გამოაგდო მეოთხედფინალიდან.

პირველი ნახევარფინალი ლონდონში გაიმართება 30 აპრილს და "ტოტენჰემი" "აიაქსს"
უმასპინძლებს. საპასუხო შეხვედრას გუნდები ამსტერდამში 8 მასისს გამართავენ. ხოლო რაც შეეხება მეორე წყვილს, 1 მაისს "ბარსელონა" "ნოუ კამპზე" დახვდება "ლივერპულს" და 7 მაისს გასვლაზე ითამაშებს ლივერპულში.

როგორც ვხედავთ, პირველი ფინალისტი 7 მაისს, "ლივერპულსა" და "ბარსელონას" შორის თამაშის შემდეგ "ენფილდზე" გამოვლინდება.

ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი პირველ ივნისს მადრიდში, "მეტროპოლიტანოზე" გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული