ჟერარდ პიკე "სიტი"-"ტოტენჰემის" მატჩზე: ფეხბურთი ზოგჯერ ნამდვილი ანეკდოტია

AutoSharing Option
"ბარსელონას" მცველმა ჟერარდ პიკემ საკუთარი "ტვიტერის" გვერდზე "მანჩესტერ სიტისა" და "ტოტენჰემ ჰოთსფურს" შორის გამართულ მეოთხედფინალურ მატჩზე კომენტარი გააკეთა.

"თამაშიც ამას ჰქვია. ზოგჯერ ფეხბურთი ნამდვილი ანეკდოტია. ეს რაღაც დაუჯერებელია" - დაწერა პიკემ.

ანეკდოტში კატალონიელი მცველი, ალბათ, გულისხმობდა მატჩის 93-ე წუთზე განვითარებულ მოვლენებს, როცა რაჰიმ სტერლინგმა გაიტანა გოლი, რომლითაც "სიტი" ნახევარფინალში გადიოდა, თუმცა VAR-ის სისტემის გამოყენებით აგუეროზე თამაშგარე დაფიქსირდა და გოლიც გაუქმდა.

ამის შემდეგ მანჩესტერელებმა ვერც მომენტის შექმნა და შესაბამისად, ვერც გოლის გატანა ვეღარ მოახერხეს და შემდეგ ეტაპზე ლონდონური კლუბი გავიდა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ხოდა კაი ანეკდოტს მოგიყვება ლივერპული...
Rezo
17:43 18-04-2019
5
ან იქნებ იმ საწყის 20 წუთს გულისხმობდა 4 გოლი რომ გავიდა?...:))))))))))))))))))
საბა
11:24 19-04-2019
0

სიახლეები პოპულარული