ფერნანდო ლორენტე: ბევრი მომიგია, მაგრამ ეს მომენტი...

AutoSharing Option
ფერნანდო ლორენტემ "მანჩესტერ სიტისა" და "ტოტენჰემ ჰოთსპურს" შორის დასრულებული მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ ინტერვიუ საკუთარი კლუბის ტელევიზიას მისცა:

"დაუჯერებელი ღამეა, შესანიშნავი. ეს ჩემი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მომენტია", - განაცხადა ესპანელმა თავმდამსხმელმა.

"მართალია, ცხოვრებაში ბევრი მსგავსი მომენტი მქონია, მომიგია მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, ევროპა ლიგა ("სევილიასთან" ერთად) და ჩემპიონატი იტალიაში ("იუვენტუსთან" ერთად), მაგრამ ეს კონკრეტული, ისტორიული მომენტია. ეს გავაკეთე შესანიშნავ გუნდთან ერთად, როგორიც "ტოტენჰემია" და გავედით პირველად ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. მე მჯერა მათი და მწამს, რომ ამ ისტორიის გაგრძელება შეგვიძლია".

ფერნანდო ლორენტე
ერთადერთია საკუთარ კლუბში, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში უთამაშია (ფინალშიც). 2014/15 წლების სეზონში "იუვენტუსმა" ნახევარფინალში "რეალს" მოუგო. ლორენტემ ორ მატჩში 18 წუთი ითამაშა. მან ფინალშიც მიიღო მონაწილეობა, რომელშიც "იუვე" "ბარსელონასთან" დამარცხდა.

altჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი: საგიჟეთი "ეტიჰადზე" - "ტოტენჰემმა" "მანჩესტერ სიტის" ბარიერი" გადალახა და "აიაქსს" დაუპირისპირდება [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული