ლიონელ მესი კაცის "მოტყუებაში" ლიდერია, ვირჯილ ვან დეიკს კი ვერავინ გასცდა

AutoSharing Option
ქვეყნის ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების სეზონის მიხედვით, "ბარსელონას" ფორვარდი ლიონელ მესი მეტოქეებს ყველაზე მეტჯერ გასცდა.

საფეხბურთო სტატისტიკის და ანალიზის სააგენტო Squawka-ს მიხედვით, ლიონელ მესი მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს 139-ჯერ გასცდა.

ხოლო "ლივერპულის" მცველი ვირჯილ ვან დეიკი მიმდინარე სეზონში ერთხელაც ვერ მოატყუეს. სააგენტომ ვან დეიკის 43 შეხვდრაში ასეთი ფაქტი ვერ დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" და "ლივერპული" ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში შეხვდებიან. პირველი მატჩი "ნოუ კამპზე" პირველ მაისს გაიმართება, საპასუხო შეხვედრას კი "ენფილდი" 7 მაისს უმასპინძლებს.

altიურგენ კლოპი: "ბარსელონას" პირველად დავუპირისპირდები, მოუთმენლად ველოდები მომავალ მატჩებს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული