ფელიპე კოუტინიომ განმარტა, რას ნიშნავდა მისი ჟესტი

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველმა ფელიპე კოუტინიომ განმარტა, თუ რას ნიშნავდა ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერთან" გატანილი გოლის შემდეგ მისი ჟესტი.

მან ამ ჟესტით კრიტიკოსებს მიანიშნა, რომ კრიტიკაზე არ რეაგირებს.

"ჩვენ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც სურთ მოტივაციის გარეშე დაგტოვონ. მათი ლაპარაკი ყურადღებას გიფანტავს.

ყოველთვის ყველას პატივისცემით ვეპყრობოდი და ამბიციური გეგმები მაქვს", - ციტირებს კოუტინიოს "მარკა".

"ბარსას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ კი თქვა, რაღა ჟესტზე ამახვილებთ ყურადღებას, იმაზე ილაპარაკეთ, როგორი გოლი გაიტანაო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული