ESPN-ის ანალიტიკოსი: ვერტონგენისთვის მოედანზე დაბრუნების უფლება არ უნდა მიეცათ, ეს სამარცხვინოა

AutoSharing Option
"აიაქსთან" ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში "ტოტენჰემი" 0:1 დამარცხდა. 31-ე წუთზე მასპინძელთა მცველი იან ვერტონგენი თანაგუნდელ ტობი ალდერვეირელდს შეეჯახა, დაეცა, სისხლი წამოუვიდა, სამედიცინო დახმარების შემდეგ თამაშის გაგრძელება სცადა, მაგრამ ვერ შეძლო და მე-40 წუთზე შეცვალეს.

ამაზე კომენტარი აშშ-ის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ტეილორ ტველმენმა გააკეთა, რომელიც ამჟამად ESPN-ის სპორტული ანალიტიკოსია.

"ვერტონგენისთვის არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მიეცათ მოედანზე დაბრუნების უფლება. ეს "ტოტენჰემის" სამედიცინო შტაბის საზიზღარი, სამარცხვინო მოქმედებაა", - დაწერა ტველმენმა "ტვიტერზე".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული