მატიას დე ლიხტი: ჰოლანდიაში "ტოტენჰემი" მეორეხარისხოვანი გუნდი ეგონათ

AutoSharing Option
"აიაქსის" 19 წლის კაპიტანმა მატიას დე ლიხტმა ჩემპიონთა ლიგაზე "ტოტენჰემთან" მოგებული მატჩი (1:0) შემდეგნაირად შეაფასა.

"ფინალისკენ მხოლოდ პირველი ნაბიჯი გადავდგით, თუმცა კარგ შედეგს მივაღწიეთ. მთავარია, გოლი არ გავუშვით.

სამწუხაროდ, დავიდ ნერესმა ბურთი ძელს გაარტყა, თორემ კიდევ უფრო უკეთეს მდგომარეობაში ვიქნებოდით. მთლიანობაში კმაყოფილები ვართ.

თავიდანვე ვიცოდით, რომ გაგვიჭირდებოდა, ჰოლანდიაში კი "ტოტენჰემი" მეორეხარისხოვანი გუნდი ეგონათ, რომლის ბარიერსაც უპრობლემოდ გადავლახავდით

"ბაიერნს", "რეალს" და "იუვენტუსს" შევხვდით, საუკეთესოდ ვიასპარეზეთ. "ტოტენჰემიც" ძლიერი გუნდია. ბრძოლა მოგვიწია და ამოცანას თავი გავართვით", - განუცხადა დე ლიხტმა VoetbalPrimeur.nl-ს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ვერ შეხვდება იმიტო რო ფინალს აგებს ლივერპული აიაქსთან 1-0ს ;)
sdfffff s
01 მაისი 2019 11:13
1
აჰა მესმის 19 წლის ვაჟკაცი და უკვე ლიგის ნახევარფინალისტის კაპიტანია ....და ჩვენთან 19 წლის ....25 წლის თუ სადღაც სოფლის გუნდში “ზამენაზე“ ზის ”პერსპექტიულად” ითვლება მაინც ....))) კიდევ კარგი ჰოლანდია არ გვყაცს ჯგუფში თორემ ხომ მოვითხოვდით მოგებას ....რას ქვია ამ 19-21 წლის პროფესიონალებს ვერ უნდა მოვუგოთ 25-27 წლის პერსპექტიულებმაო....
Auee
01 მაისი 2019 11:02
1
ბარსელონას თუ შეხვდებით გაიგებთ რა განსხვავებაა იოჰან კრუიფსა და ჰოლანდიის ნაკრებს შორის.
sdfffff
01 მაისი 2019 04:21
14

სიახლეები პოპულარული