"იუვენტუსი" დიდი გუნდია, მაგრამ "ბაიერნს" აქვს ამბიცია, რომ ჩემპიონთა ლიგა მოიგოს, მსგავს რაღაცას კი ტურინულ გუნდში ვერ ვგრძნობდი", - ამბობს დე ლიხტი.
23 წლის ნიდერლანდელის დამატება მიუნხენელებს 67 მილიონი ევრო დაუჯდათ. მიმდინარე სეზონში მან ბუნდესლიგის 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 1 გოლი გაიტანა.