"მზად ვართ ევროპის შესაღებად" - პერფორმანსი "ბარსელონა"-"ლივერპულის" მატჩზე [PHOTO]

AutoSharing Option
"ბარსელონასა" და "ლივერპულს"  შორის გამართული ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩის დაწყებამდე "ნოუ კამპზე" შეკრებილმა პუბლიკამ პერფორმანსი მოაწყო.

გულშემატკივრებმა გამოფინეს წარწერა Ready To Color Europe ("მზად ვართ ევროპის შესაღებად"), რაც ძალიან ლამაზად და ეფექტურად გამოიყურებოდა.

პირველად მსგავსი შინაარსის მოზაიკური გამოსახულება "ბარსას" ფანებმა "რეალთან" გამართული მატჩის წინ შექმნეს: We Color Football ("ჩვენ ვაფერადებთ ფეხბურთს"). იმ შეხვედრაში "ბარსელონამ" "რეალი" 5:1 დაამარცხა.

როგორც ჩანს, საკმაოდ იღბლიანი არის "ბარსასთვის" ამ სახის პერფორმანსი და "ლივერპული" 3:0 დაამარცხეს.

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული