"ბარსელონამ" ლეო მესის გამო უეფას დასცინა

AutoSharing Option
უეფამ თავის ოფიციალურ საიტზე ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელზე ხმის მიცემა დაიწყო. ამასთან დაკავშირებით რეაგირება "ბარსელონამ" მოახდინა.

"ბარსამ" "ტვიტერზე" დაწერა:"თქვენ ეს სერიოზულად?"

კატალონიურმა კლუბმა აქცენტი აშკარად იმაზე გააკეთა, რომ საუკეთესო ფეხბურთელი "ლივერპულთან" მატჩში დუბლის შემსრულებელი თავდამსხმელი ლეო მესია.

კვირის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზე მესის კონკურენტები მისი თანაგუნდელი ლუის სუარესი და ფრენკი დე იონგი, ასევე, დონი ვან დე ბეკი (ორივე - "აიაქსი") არიან.

მკითხველის კომენტარები / 2 /
უეფამ უკვე დაასახელა კვირის საუკეთესო ფეხბურთელი და ეს რასაკვირველია ლეო მესია! ვულოცავთ ლეოს ბრწყინვალე სეზონს! ასე ბოლომდე ყველა ტიტულამდე, შენ იმსახურებ გენიოსო! ხო კინამღა დამავიწყდა, პელემ მიულოცა მესის მე-600ე გოლი.
კობა
20:11 03-05-2019
0
არა იცით რა ხდება მესისგან ეს არავის უკვირს. აიაქსმა და მისმა ფეხბურთელებმა უკვე არაერთი სენსაცია გამოაცხვეს და დე იონგი მაგ პონტში იმსახურებს.
გოგა
12:03 03-05-2019
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული