უეფამ თავის ოფიციალურ საიტზე ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელზე ხმის მიცემა დაიწყო. ამასთან დაკავშირებით რეაგირება "ბარსელონამ" მოახდინა.
"ბარსამ" "ტვიტერზე" დაწერა:"თქვენ ეს სერიოზულად?"
კატალონიურმა კლუბმა აქცენტი აშკარად იმაზე გააკეთა, რომ საუკეთესო ფეხბურთელი "ლივერპულთან" მატჩში დუბლის შემსრულებელი თავდამსხმელი ლეო მესია.
კვირის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზე მესის კონკურენტები მისი თანაგუნდელი ლუის სუარესი და ფრენკი დე იონგი, ასევე, დონი ვან დე ბეკი (ორივე - "აიაქსი") არიან.