Сhange.org-ის ცნობით, "ლივერპულის" გულშემატკივრებმა ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში "ბარსელონასთან" 0:3 დამარცხების შემდეგ პეტიცია შეადგინეს.
ისინი განმეორებით შეხვედრაში თავდამსხმელ ლეო მესის დისკვალიფიკაციას მოითხოვენ.
მათი მტკიცებით, მესიმ მათი გუნდის ნახევარმცველ ფაბინიოს თავში ხელი ჩაარტყა და მკაცრად დასასჯელია.
პეტიციას მრავალმა ათასმა ქომაგმა მოაწერა ხელი და უეფას გადაეგზავნება.
შეგახსენებთ, ამ მომენტს მოჰყვა ფაბინიოზე ჯარიმა და მესის ჩინებული გოლი.