დეიან ლოვრენი: ყველამ ჩამოგვწერა, მაგრამ "ლივერპულს" ქამბექები ეხერხება

AutoSharing Option
"ლივერპულის" მცველმა დეიან ლოვრენმა "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის განმეორებით ნახევარფინალურ მატჩზე ისაუბრა.

"ყველამ ჩამოგვწერა. ეს მაბრაზებს და "ენფილდზე" განსაკუთრებულის გაკეთების სურვილს მიჩენს.

დიდი ფეხბურთელები გვყავს და მათ მნიშვნელოვან შეხვედრებში თავი უნდა წარმოაჩინონ. ერთ-ერთი ყველაზე მაგარი თამაშის მოლოდინში ვარ. სწორედ ამიტომაა "ლივერპული" უნიკალური კლუბი.

როდესაც ხალხი ამბობს, რომ ჩვენი საქმე დასრულებულია, მუდამ ვახერხებთ ქამბექებს. 0:3 წავაგეთ, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება, განსაკუთრებით, ჩემპიონთა ლიგაზე, "ენფილდზე".

რა თქმა უნდა, რთული ამოცანის წინაშე ვდგავართ, თუმცა "ლივერპული" ქამბექებითაა სახელგანთქმული.

იმედია, ამას ისევ გავაკეთებთ. ამისათვის კი გულშემატკივართა
მხარდაჭერა გვჭირდება", - ციტირებს ლოვრენს As-ი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ლივეპული კარგი ფეხბურთელებით და მწვრთნელით დაკომპლექტებული გუნდია, მაგრამ აკლია ის სუპერ ფეხბურთელი, რომელიც იქნება ღერძი გუნდის და იქნება ნამდვილი ლიდერი მენტალობით. აი ამიტომ ვერ მოიგებს ვერაფერს, კარგი მეორე გუნდია მაქსიმუმი.
5
რეალობამ გვაჩვენა, რომ ორივე ფრონტზე ბრძოლა მხოლოდ უმაღლესი კლასის ფეხბურთელებით და უზარმაზარი ფინანსური რესურსით მიიღწევა. იბრძოლა, იბრძოლა ლივერპულმა და ზედ სეზონის დასასრულს გამოელია ძალა. ეს ქამბექიც არ გამოდის ყოველთვის და მარტო მის იმედად ყოფნა ვერაფერი ნუგეშია.
:))))
00:50 07-05-2019
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული