უეფამ ჩემპიონთა ლიგის ახალი პროექტი წარმოადგინა - მდიდრები კიდევ უფრო გამდიდრდებიან, დანარჩენები...

AutoSharing Option
AFP-ის ცნობით, უეფამ ჩემპიონთა ლიგის ახალი პროექტი წარმოადგინა.

უეფა ტურნირის რეორგანიზაციას 2024 წელს გეგმავს. პროექტის მიხედვით, 4 8-გუნდიანი ჯგუფი შეიქმნება, რაც მატჩების რაოდენობას გაზრდის.

უეფა მატჩებს უქმეებზე არ ჩაატარებს. სწორედ ამას ითხოვდნენ ეროვნული ფედერაციები.

ჯგუფებში პირველ 5 ადგილზე გასული გუნდები შემდეგი სეზონის გათამაშებაზე ავტომატურად დაიშვებიან.

ტურნირზე გათვალისწინებულია გავარდნა-აღზევების სისტემა, ოღონდ არ კონკრეტდება რა პრინციპით.

რა თქმა უნდა, ახალი სისტემა გრანდებისთვის ყველა ასპექტში და პირველ რიგში, ფინანსურად მომგებიანია.

მოკლედ, მდიდრები კიდევ უფრო გამდიდრდებიან, დანარჩენები კი... თუმცა, გასაგებ მიზეზთა გამო ქართული ფეხბურთისთვის
ამას, სამწუხაროდ, უახლოეს მომავალში დიდი მნიშვნელობა არა აქვს.

უეფას პრეზიდენტმა ალეკსანდერ ჩეფერინმა განაცხადა, რომ ჯერ არავითარი გადაწყვეტილება არ მიუღიათ და ეს მხოლოდ იდეაა.

მოკლედ, მიუხედავად ჩეფერინის განცხადებისა, ტურნირის ახალი პროექტით ჩატარება გადაწყვეტილია.

მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგია კონკურენტი თამაშის და ორგანიზაციის შესაქმნელად. რაც უფრო ბევრ უსამართლობას დააკანონებენ მით უფრო მალე გამოთხრიან კატას.
ვეტერანი
12:27 09-05-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული