მაურისიო პოჩეტინო: მადლობა, ფეხბურთო - მოურა სუპერგმირია

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "აიაქსის" ბარიერის გადალახვის შემდეგ "ტოტენჰემის" მენეჯერი მაურისიო პოჩეტინო სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყო.

"მიჭირს ლაპარაკი. ემოციები მომეძალა. მადლობა, ფეხბურთო. ფეხბურთი ასეთი ემოციების გარეშე წარმოუდგენელია. ამის სიტყვებით გადმოცემა ძნელია. მადლობა ყველას, ვისაც ჩვენი სჯეროდა.

ჩემი ფეხბურთელები გმირები არიან. გასულ სეზონშიც ამას ვამბობდი. განუმეორებელი მეორე ტაიმი ჩაატარეს.

აჩვენეს, რომ ჩვენ გვიყვარს სპორტი, ფეხბურთი. წარმოუდგენელია. მაგარი სანახავი თამაში იყო.

მე გამიმართლა, რომ მწვრთნელი ვარ, ფეხბურთში ვარ და ასეთი რამ განვიცადე. ყველანი გმირები არიან, მაგრამ ლუკას მოურა სუპერგმირია", - ციტირებს პოჩეტინოს BBC-ი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ამათ ემოციების შემხედვარე მერე სიცილით კვდები "ტოტალიზატორისა და ჩაწყობილი თამაშების" ადეპტთა კომენტარების კითხვისას...:)
საბა
11:50 09-05-2019
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული