"ტოტენჰემის" ფეხბურთელები გამარჯვებას აღნიშნავენ და WONDERWALL-ს მღერიან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ტოტენჰემ ჰოთსპურის" ოფიციალურ "ტვიტერგვერდზე" გავრცელდა ვიდეოკადრები, რომლებშიც ლონდონური კლუბის ფეხბურთელები "აიაქსის" წინააღმდეგ გამარჯვებასა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლას აღნიშნავენ.

გასახდელში ნამდვილი მხიარულებაა, ფეხბურთელები ცეკვავენ და Oasis-ის ცნობილ სიმღერას - Wonderwall-ს ასრულებენ.

შეგახსენებთ, "ტოტენჰემ ჰოთსპურმა" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალში გასვლაზე დაამარცხა ამსტერდამის "აიაქსი" და ფინალში ითამაშებს.

ინგლისელების მხრიდან ჰეთ-თრიკი ბრაზილიელმა ლუკას მოურამ შეასრულა. მოურამ გამარჯვების მომტანი გოლი მსაჯის მიერ დამატებულ მე-6 წუთზე გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა საკუთარი გუნდის სასარგებლოდ - 3:2.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული