დე ლიხტი: ძალიან ადრე ჩავთვალეთ, რომ ფინალში გასულები ვიყავით

AutoSharing Option
"აიაქსის" კაპიტანმა მატაის დე ლიხტმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ტოტენჰემთან" განცდილი მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ჩვენ ძალიან ადრე დავიჯერეთ, რომ შემდეგ ეტაპზე გავდიოდით. ვიცოდით, რომ დასასრულამდე 1 წუთი იყო და გვეგონა, რომ გავუძლებდით. შეხვედრა 5 წამით ადრე უნდა დასრულებულიყო.

მატჩის ბოლოს ისეთი განცდა გვქონდა, თითქოს ფეხქვეშ მიწა გამოგვეცალა. ჩვენ ისე ახლოს ვიყავით. თამაშის შემდეგ გასახდელში მკვდარი სიჩუმე იყო გამეფებული. რა მტკივნეულიც უნდა იყოს ახლა, ჩვენ მაინც შესანიშნავი სეზონი გვქონდა და კიდევ გვაქვს შანსი, გავხდეთ ჩემპიონები.

ძალიან სასიამოვნო იყო იმის დანახვა და
შეგრძნება, თუ როგორ გვგულშემატკივრობდა ჩვენი პუბლიკა. ამან ნათლად დაგვანახა, მათთვის ამ სეზონს რა მნიშვნელობაც ჰქონდა. თუ ჩემპიონატს მოვიგებთ, ძალიან ბედნიერი ვიქნები.

ამ გამარჯვებას შეუძლია ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო წამს გამოვარდნისაგან მიღებული ტკივილი შეგვიმსუბუქოს" - განაცხადა 19 წლის ჰოლანდიელმა კაპიტანმა უეფას ოფიციალურ ვებგვერდთან საუბრისას.

ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში "აიაქსს" პლეი-ოფის სტადიაზე საკუთარ კედლებში არ მოუგია. ასე მოხდა გუშინაც. ლონდონში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ანგარიშით 1:0, ამსტერდამელებმა სახლში 2:3 წააგეს და ჩემპიონთა ლიგის ფინალს მიღმა დარჩნენ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
მართალს ამბობს. ბოლო 15 წუთი ძალიან დაიბნა დაცვაც და მეკარეც. შეტევა დაცვაზე უკეთ თამაშობდა, მაგრამ მოურამ ორჯერ მოატყუა დე იონგი და ისე გაიტანა. არადა აფსუსია ამ გუნდის ფინალს მიღმა ყოფნა.
:))))
02:36 10-05-2019
0
ძალიან მაგარი ხალხი ხართ,ეგ წაგება ოდნავადაცვერ მიაყენებს ჩრდილს თქვენ სიდიადეს,წინ აიაქსი,კიდევ ბევრი გამარჯვება იქნება,მადლობა მთელ გუნდს, მწვრთნელს.
ზაზა
15:44 09-05-2019
1

სიახლეები პოპულარული