ყოფილმა მსაჯმა ტომ ჰენინგ ევრებემ "ჩელსისა" და "ბარსელონას" 2008/09 წლების სეზონში ჩატარებული ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი გაიხსენა.
"მინდა თუ არა, რომ მაშინ ვიდეოგამეორება ყოფილიყო? რა თქმა უნდა. პირველი ტაიმის შემდეგ მე და ჩემი ასისტენტები ვგრძნობდით, რომ ყველაფერი ნორმალურად იყო, ბოლოს კი ყველაფერი შეიცვალა. გასახდელში შევედი, გავჩერდი და მივხვდი, ის საღამო ჩემთვის კატასტროფად გადაიქცა.
ჩემში ყველაფერი დუღდა, სულ რაღაც 2 საათში პატივცემული მსაჯიდან ევროპული ფეხბურთის მთავარ იდიოტად გადავიქეცი.
შეხვედრის შემდეგ პოლიციის თანხლებით აეროპორტში წავედით, რათა მშვიდად ჩავმსხდარიყავით თვითმფრინავში და სახლში დავბრუნებულიყავით.
მუქარა? ვფიქრობ, ეს იმასთან იყო დაკავშირებული, რომ "ჩელსიმ" ვერ გაიმარჯვა და ჩემს მუშაობასთან და არა ჩემ და ჩემი ოჯახის წევრების მკვლელობასთან", - ციტირებს ევრებეს Panenka.org-ი.
ევრებემ მსაჯის კარიერა 2010 წელს დაასრულა და ამაზე გავლენა აღნიშნულმა მატჩმა მოახდინა.