Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ლივერპულთან" განცდილი მარცხის შემდეგ "ბარსელონას" გულშემატკივრები ძალიან გაღიზიანებულები იყვნენ.
მას შემდეგ, რაც აეროპორტში ლიონელ მესი შენიშნეს, წაგებაში მისი დადანაშაულება დაიწყეს. თუმცა, მხოლოდ ამას არ დასჯერდნენ, გინებასა და შეურაცხყოფასაც არ მოერიდნენ.
ბოლოს ვერც მესიმ შეიკავა ემოციები და მის შეურაცხმყოფელ გულშემატკივრებს ჰკითხა: "რა პრობლემა გაქვთ? მე რამე დავაშავე?"
ამას დაპირისპირება მოჰყვა, რომელშიც მესის პირადი მენეჯერი პეპე კოსტა ჩაერია და მესი კონფლიქტის არიდან გაიყვანა.
გულშემატკივრების ნაწილი განაგრძობდა მის შეურაცხყოფას, ხოლო მეორე ჯგუფმა "ბარსელონას" არგენტინელი ვარსკვლავი აპლოდისმენტებით გააცილა.
შეგახსენებთ, შინ გამარჯვების (3:0) შემდეგ, "ბარსელონა" "ლივერპულთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში სტუმრად 0:4 დამარცხდა და ევროტურნირს დაემშვიდობა.