რონალდო: როდესაც "ბარსელონა" აგებს, ვალვერდეს და კოუტინიოს ბრალია, როდესაც იგებს - მესის დამსახურება

AutoSharing Option
ლეგენდარული ფეხბურთელი რონალდო მიიჩნევს, რომ იმის მაგივრად, რომ წარუმატებლობის დროს პასუხისმგებლობა მთელმა გუნდმა გაინაწილოს, ერნესტო ვალვერდესა და ფილიპე კოუტინიოს ყველაზე მეტი კრიტიკა ერგებათ.

"ბარსელონას" დიდებული გუნდი ჰყავს და მათ შორის, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი - ლიონელ მესი. ბევრისგან მესმის, რომ როდესაც ისინი აგებენ, ეს ვალვერდეს და კოუტინიოს ბრალია, მაგრამ არა მესის.

ხოლო, როდესაც იმარჯვებენ, ეს მხოლოდ არგენტინელის დამსახურებაა. ეს სხვა ფეხბურთელებისა და სამწვრთნელო შტაბის უპატივცემულობაა", - განაცხადა რონალდომ, რომელმაც "ბარსელონაში" 1996-97 წლებში საოცარი სეზონი ჩაატარა.

"ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ენფილდზე" "ლივერპულთან" 0:4
დამარცხდა და ორი მატჩის ჯამში (3:4) ტურნირს გამოეთიშა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ხალხო ბარსა4-0 განადგურდა და კიდე მესის აქებთ?არ შეუძლია ამ კაცს ტიტულების მოგება და თავი დაანებეთ.ვინ არ უყიდეს ბარსაში,მგონი მილიარდი აქვთ დახარჯული ტრანსფერებში და შედეგი ნული.კიჭამ იაპონიის მსოფლიოზე 8 ბურთი გაიტანა მათ შორის 2 ფინალში და მესისთან რას მივა.კრიშტიანომ 3ჯერ ზედიზედ რეალს ჩ.ლ. მოაგიბინა , 15-15 ბურთი გაქონდა,ხოლო ნაკრებს ევროპა მოაგებინა, თან სამჯერ ზედიზედ ოქროს ბურთი მისცეს,მაგრამ ჩემი მესი ყველაზე მაგარია.ხმას რა ნამუსით იღებთ.
სირცხვილია
11:08 11-05-2019
19
მესისტებო, ერთხელ მაინც არ გინახავთ ფენომენის თამაში? რას იბოღმებით მესი თამაშობს მარტო ფეხბურთს და დანარჩენ სუპერვარსკვლავებს არაფერი შეუქმნიათ ხომ? რა თქვა ტყუილი? წაგება ბარსაში მისი ბრალი არასდროს არის, ხოლო ნაკრებში როცა მოუწია გაზიარება წაგებული ფინალის, გაიბუტა და გამოიქცა. არადა მართალია, ბარსა მასზეა აწყობილი და ძალიან დამოკიდებული, შესაბამისად მისი უნიათობა მთლიანად აჩერებს გუნდს. ასე დაემართა შარშანაც და 6 წლის წინ ბაიერნთან.
11

სიახლეები პოპულარული