რონალდო: როდესაც "ბარსელონა" აგებს, ვალვერდეს და კოუტინიოს ბრალია, როდესაც იგებს - მესის დამსახურება

AutoSharing Option
ლეგენდარული ფეხბურთელი რონალდო მიიჩნევს, რომ იმის მაგივრად, რომ წარუმატებლობის დროს პასუხისმგებლობა მთელმა გუნდმა გაინაწილოს, ერნესტო ვალვერდესა და ფილიპე კოუტინიოს ყველაზე მეტი კრიტიკა ერგებათ.

"ბარსელონას" დიდებული გუნდი ჰყავს და მათ შორის, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი - ლიონელ მესი. ბევრისგან მესმის, რომ როდესაც ისინი აგებენ, ეს ვალვერდეს და კოუტინიოს ბრალია, მაგრამ არა მესის.

ხოლო, როდესაც იმარჯვებენ, ეს მხოლოდ არგენტინელის დამსახურებაა. ეს სხვა ფეხბურთელებისა და სამწვრთნელო შტაბის უპატივცემულობაა", - განაცხადა რონალდომ, რომელმაც "ბარსელონაში" 1996-97 წლებში საოცარი სეზონი ჩაატარა.

"ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ენფილდზე" "ლივერპულთან" 0:4
დამარცხდა და ორი მატჩის ჯამში (3:4) ტურნირს გამოეთიშა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
მესი რომ დღეს ფეხბურთის მეფეა, ამაზე არ ვიდაოთ, მაგრამ გადაახვიეთ და დააკვირდით მესის მეოთხე გოლის შემდგ, სად დგას და როგორ მოძრაობს, საერთოდ არ ითხოვს ბურთს, ოდნავაც არ ამოდის, მუდმივად დგას საჯარიმოს მისადგომებთან, იქ, სადაც ფაქტიურად ბურთს ვერ მიიღებ, ერთი ამოსვლაც არ გააკეთა, ეს მაშინ, როცა მისი ნებისმიერი ბურთთან შეხება დიდ სივრცებს აჩენდა, ერთი-ორჯერ მოითხოვა ბურთი და არ მისცეს პასი, ამაზე განაწყენდა თუ რა მოხდა არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ბურთის მისაღებად არ ამოსულა ბოლო ათი წუთი, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა ბარსელონას მისი აქტიურობა, რაღაც პატარა ბავშვივითაა, რომ არ იცი რაზე ბრაზდება, ეგეთი რამეები მას ხშირად მოსდის. მესი მაგარია, მაგრამ როგორც პიროვნება სუსტია. ეს ჩემი აზრია და არაა სავალდებულო, რომ დამეთანხმოთ, მაგრამ გადაახვიეთ და დარწმუნდებით, რომ ასეა.
bavaria
14:35 10-05-2019
2
მესისტებო, ერთხელ მაინც არ გინახავთ ფენომენის თამაში? რას იბოღმებით მესი თამაშობს მარტო ფეხბურთს და დანარჩენ სუპერვარსკვლავებს არაფერი შეუქმნიათ ხომ? რა თქვა ტყუილი? წაგება ბარსაში მისი ბრალი არასდროს არის, ხოლო ნაკრებში როცა მოუწია გაზიარება წაგებული ფინალის, გაიბუტა და გამოიქცა. არადა მართალია, ბარსა მასზეა აწყობილი და ძალიან დამოკიდებული, შესაბამისად მისი უნიათობა მთლიანად აჩერებს გუნდს. ასე დაემართა შარშანაც და 6 წლის წინ ბაიერნთან.
11
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული