"წინასწარ გიხდი ბოდიშს იმის გამო, რაც ჩემს საბანკო ანგარიშს დაემართება. ასეთი შანსი მომეცა 60 წლის ასაკში - ცხოვრებაში პირველად, ჩემი საყვარელი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. ამიტომ ჩემთვის სულერთია, თუ საჭირო გახდა, ბანკის გასაძარცვადაც მზად ვარ" - განაცხადა "ტოტენჰემის" ერთგულმა გულშემატკივარმა.
შეგახსენებთ, "ტოტენჰემმა" ფინალში გასვლა ლუკას მოურას ჰეთ-თრიკით მოახერხა. ბოლო, მე-3 გოლი ბრაზილიელმა 90+6-ე წუთზე გაიტანა და საკუთარი გუნდი პირველად გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.
ფინალი კი მადრიდში გაიმართება. შეხვედრას 1-ელ ივნისს "ვანდა მეტროპოლიტანო" უმასპინძლებს.
მომზადებულია eurosport-ის მიხედვით